ჩაბარების ვადა:

12 თებერვალი 2018, 18:30

სტატუსი:

დასრულებული

T3377 - ტენდერი ტაქსით მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ჯორჯიან ქარდი“ აცხადებს ტენდერს ტაქსით მომსახურებაზე.

კომპანია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • ავტომობილები უნდა იყოს გამართულ ტექნიკურ მდგომარეობაში
  • ავტომობილი უნდა იყოს კარგ სანიტარულ მდგომარეობაში;
  • უზრუნველყოს მგზავრების უსაფრთხოდ გადაყვანა;
  • უზრუნველყოს პუნქტუალური, მოწესრიგებული და თავაზიანი მძღოლებით მომსახურება;
  • უზრუნველყოს ქოლ-ცენტრის/ცხელი ხაზის გამართული მუშაობა;
  • დაუყოვნებლივ მოახდინოს მგზავრის გაფრთხილება შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში;

ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);
გაწეული მომსახურების გადახდა/ ანგარიშსწორება:

მომსახურების საფასურის გადახდა წარმოებს ყოველი თვის დასასრულიდან, ქვითრების მონაცემების შედარების შემდეგ, 3 სამუშაო დღის ვადაში.

ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მომსახურების ხელშეკრულების ვადა განისაზღვრება 1 წლით.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარადგინონ:

  • მომსახურების ტარიფები თბილისში (1 კილომეტრის ღირებულება) და თბილისიდან რეგიონებში (ერთი გზა)
  • აეროპორტში დახვედრა-გაცილების მომსახურების ტარიფები (ფიქსირებული)
  • ტაქსის დალოდების ტარიფები თბილისში

სატენდერო წინადადების წარდგენის ფორმა:

  • ელექტრონულად  (ikarchava@gc.ge ; აუცილებლად მიუთითეთ წერილის Subject-ში Taxi Service) ან
  • კომპანიის ოფისში:

გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება და საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა);
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღების დასახელება (ოპერაციების დეპარტამენტი);
  • მიმღების საკონტაქტო (+99532 231 7040, 155)

სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ა. ბელიაშვილის ქ. #106 2018 წლის 12 თებერვლის ჩათვლით 18:30 საათამდე.

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ:
ოპერაციების დეპარტამენტი
სს ”ჯორჯიან ქარდი“. მის: ა. ბელიაშვილის ქ. #106, თბილისი
ტელ.: (+995 32) 317040 (155); E-mail: ikarchava@gc.ge 

მიმაგრებული დოკუმენტი:

  • ტენდერის ძირითადი მოთხოვნები;
  • სპეციფიკაციების ცხრილი;

ტენდერის კატეგორია:

  • 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები