ჩაბარების ვადა:

29 იანვარი 2018, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T3391 - ტენდერი ქსელის კომუტატორების და თანმდევი სამონტაჟო/საკონფიგურაციო მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა: 

სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს ქსელის კომუტატორების და თანმდევი სამონტაჟო/საკონფიგურაციო მომსახურების შესყიდვაზე.

ტენდერი ჩატარდება 1 ლოტად
ტენდერი ქსელის კომუტატორების და თანმდევი სამონტაჟო/საკონფიგურაციო მომსახურების შესყიდვაზე

სატენდერო დოკუმენტების განხილვის შედეგად სატენდერო კომისია შეარჩევს კომპანიას, რომელსაც წარმოდგენილი ექნება საუკეთესო ფასი, ხარისხი და მოწოდების პირობები, რომელთანაც გაფორმდება ერთჯერადი ხელშეკრულება პროდუქციის და მომსახურების მოწოდებაზე.

შესასყიდი ქსელის კომუტატორების რაოდენობა, მოდელი, ტექნიკური მახასიათებლები და მოთხოვნები:

  • შესასყიდი ქსელის კომუტატორების რაოდენობა: 4 ერთეული
  • მოდელი: Cisco - WS-C3850-24T-S

კომუტატორს უნდა გააჩნდეს შემდეგი ტექნიკური მახასიათებლები:

  • კომუტაციის წარმადობა: არანაკლებ 92 Gpbs, 68.4 Mpps
  • მეხსიერება: 2 GB FLASH /4 GB DRAM
  • SVI(Switch Virtual Interface) ინტერფეისების რაოდენობა: არანაკლებ 1000
  • ფიზიკური ინტერფეისები: 24 (ოცდაოთხი) - 10/100/1000T მბ/წმ პორტი და 4 (ოთხი) SFP 1 Gpbs პორტი
  • კომუტატორს უნდა გააჩნდეს სტეკირების ტექნოლოგიის მხარდაჭერა:
    - სტეკირების წარმადობა: არანაკლებ 480 Gpbs
    - სტეკში შესაძლებელი უნდა იყოს არანაკლებ 9(ცხრა) კომუტატორის გაერთიანება
    - NSF(Nonstop Forwarding) და SSO(Stateful Switchover) ტექნოლოგიების მხარდაჭერა
  • კომუტატორს უნდა გააჩნდეს ე.წ „line rate” წარმადობა
  • თავსებადი პროტოკოლები და ტექნოლოგიები: RSTP, MSTP, LACP, 802.1Q, QOS, RADIUS, TACACS+, Static Routing, SSH, SNMP Version 1,2c,3; UDLD, DHCP Snooping, ARP პროტოკოლის დინამიური ინსპექტირების საშუალება, IGMP v1,2,3 Snooping, MLD v1 and v2 snooping, EIGRP stub, OSPFv3, ISISv4, PBR, OSPFv3, PBR IPv6, ვირტუალური მარშუტიზაციის ცხრილები, HSRP, IPv6, WCCP, Storm control, HSRP for IPv6, VRRPv3, PIM‑SM, PIM-DM, PIM sparse-dense mode, და source-specific multicast (SSM)
  • კომუტატორის აპარატურული დონე მზად უნდა იყოს MacSec შიფრაციის ტექნოლოგიის მხარდასაჭერად
  • ზომა: 1 RU
  • კვება: AC
  • კომუტატორს უნდა ჰქონდეს სათადარიგო კვების ბლოკი
  • კომუტატორს უნდა ჰქონდეს კვების სტეკირების ტექნოლოგიის მხარდაჭერა. სტეკში გაერთიანებულ წევრებს საჭიროებისამებრ უნდა შეეძლოთ კვების განაწილება
  • კომუტატორზე უნდა ვრცელდებოდეს მწარმოებლის ერთ წლიანი საგარანტიო მომსახურეობა, ტექნიკური მხარდაჭერა და პროგრამული უზრუნველყოფის განახლება. მოწყობილობის დაზიანების მიზეზის დადგენის შემდეგ, თუკი მასზე ვრცელდება გარანტია, მოწყობილობა უნდა შეკეთდეს ან შეიცვალოს ორი სამუშაო დღის განმავლობაში.
  • სამონტაჟო/საკონფიგურაციო სამუშაოების შესრულება.

სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას და ინფორმაციას:

  • ფასების ცხრილი (ქსელის კომუტატორების ფასი, სამონტაჟო/საკონფიგურაციო მომსახურების ფასი დამოწოდების ვადა)
  • განხორციელებული ანალოგიური პროექტების ჩამონათვალი.
  • მინიმუმ სამი ორიგინალი სარეკომენდაციო წერილი(ბოლო 6 თვის გაცემული);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების შესახებ;
  • საბანკო ამონაწერი ან ბანკთან შედარების აქტი ბრუნვების შესახებ (ბოლო 6 თვის);
  • შეთანხმება კონფიდენციალურობაზე (იხ. თანდართული ფაილი);
  • მწარმოებლის ავტორიზაციის წერილი (Manufacturers Authorization Form) რომელშიც მითითებული იქნება მიმდინარე ტენდერის დასახელება;

აუცილებელი პირობა:

  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ბანკი ანგარიშწორებას აწარმოებს მხოლოდ სს „ტერაბანკში“ გახსნილ საბანკო ანგარიშზე 

სატენდერო განაცხადი სს „ტერაბანკს“ ეგზავნება დალუქული კონვერტით შემდეგ მისამართზე: თბილისი 0103, წმ ქეთავან დედოფლის გამზ. 3

გთხოვთ კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი მონაცემები:

  • კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, მობ.ნომერი/ტელეფონი, ელ-ფოსტა; მისამართი);
  • ტენდერის დასახელება –„ტენდერი ქსელის კომუტატორების და თანმდევი სამონტაჟო/საკონფიგურაციო მომსახურების შესყიდვაზე”;
  • ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე;

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

სატენდერო განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის, 29 იანვარი (17:00 საათამდე). ტექნიკური საკითხების შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მიხეილ ჭოლაძეს ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: Mikheil.Choladze@terabank.ge  ან ტელეფონზე: 595581317, ხოლო ტენდერის პროცედურების, ვადების და მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით გიორგი იმერლიშვილს ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: George.imerlishvili@terabank.ge  ან ტელეფონზე: 577999222

შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

ტენდერის კატეგორია:

  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 32500000 სატელეკომუნიკაციო მოწყობილობები და აქსესუარები