ჩაბარების ვადა:

23 აპრილი 2014, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T34 - საოფისე ავეჯის შესყიდვა

ტენდერის აღწერილობა:

სს "სილქნეტი" გიწვევთ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად და გაცნობებთ, რომ მზად არის შეისყიდოს ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან საოფისე ავეჯი.

ტენდერის ნომერი: #08/14

გთხოვთ, იხილოთ თანდართული სატენდერო წინადადების ფორმა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • 1. უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
  • 2. წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
  • 3. კომპანიის კლიენტების სია და სარეკომენდაციო წერილები


ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები/ფორმები წარმოდგენილი უნდა იყოს:

  • მყარი კოპიოს სახით დალუქულ კონვერტში
  • კონვერტზე აღნიშნული უნდა იყოს ტენდერის ნომერი
  • მყარი კოპიო, დამოწმებული უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და კომპანიის ბეჭდით

მოთხოვნა: წარმოდგენილი ფასები უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში, დღგ-ის ჩათვლით. სს "სილქნეტი" გამოავლენს გამარჯვებულს ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით. წარმოდგენილი ფასი უნდა მოქმედებდეს 2015 წლის 30 აპრილამდე და არ გადაიხედება

ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • 1. ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია
  • 2. ცნობა სასამართლოდან, რომ კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება
  • 3. ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ
  • 4. ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ ან/და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა
  • 5. ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ
ტენდერის ჩაბარების პირობები:

კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მოცემულ საკონტაქტო ნომერზე, ან ელ. ფოსტის საშუალებით. ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, შესაბამისი შემოთავაზება და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ დალუქული კონვერტით, 2014 წლის 23 აპრილის ჩათვლით, ქვემოთ მითითებულ მისამართზე.

განაცხადების მიღება ხორციელდება სამუშაო დღეებში, 10 საათიდან 18 საათამდე.

რეკვიზიტები:

ტენდერის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ერთეული: სატენდერო კომისია
საკონტაქტო პირი: თამარ ფაცურია
ტელეფონი: +995 322 100 000 (1427)
ფაქსი: + 995 322 942 225
ელ-ფოსტა: tpatsuria@silknet.com
მისამართი: ქ. თბილისი, წინამძღვრიშვილის 95

სს "სილქნეტის" მიერ გამოცხადებული ტენდერების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ჩვენს ვებ-გვერდზე: http://www.silknet.com/index.php?lang=ka&mid=93&s=tender

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ