ჩაბარების ვადა:

7 თებერვალი 2018, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T3405 - ტენდერი მობილური აპლიკაციის შექმნაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს “ნეოგაზი” აცხადებს ტენდერს მომსახურების შესყიდვაზე: მობილური აპლიკაციის შექმნის თაობაზე 24/01-NEO-S/APP-18

მომსახურების აღწერა:

  • აპლიკაციის პლატფორმა - ანდროიდი, IOS;
  • აპლიკაცია მორგებული უნდა იყოს პლანშეტურ კომპიუტერებზე;

დართულ ფაილში, გთხოვთ, იხილოთ: მობილური აპლიკაციის ძირითადი მოთხოვნები.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • მობილური აპლიკაციის პროექტი, რომელიც უნდა მოიცავდეს:
    - აპლიკაციის ფუნქციური შესაძლებლობების დეტალურ აღწერილობას;
    - პროექტის ფაზებსა და პროექტის შესრულების ვადას;
    - პროექტის შესრულებისა და აპლიკაციის ფუნქციონირებისათვის საჭირო ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფების ჩამონათვალს.
    - საგარანტიო მომსახურების პირობებს;
    - გარანტიის შემდგომი მომსახურების ღირებულებას;
    - მობილური აპლიკაციის ღირებულებას ყველა დანახარჯისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით ეროვნულ ვალუტაში.
    - ანგარიშსწორების პირობებს;
    - პროექტის სრულფასოვნების შესაფასებლად საჭირო ინფორმაციას;
  • ინფორმაცია კომპანიის მიერ შესრულებული ანალოგიური/მსგავსი პროექტების შესახებ.
  • მინიმუმ 1 სარეკომენდაციო წერილი (სასურველია 2).
  • ინფორმაცია კომპანიის თანამშრომლების, როგორც მენეჯმენტის ასევე პროექტში ჩართული პირების გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესახებ.

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@giec.ge ; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22
  • კვლევასთან დაკავშირებული საკითხებისთვის განსახილველად: მარიამ დიდებაშვილი. საკონტაქტო ნომერი: 593 14 94 14;

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 7 თებარვალი, 17:00 საათი.

ტენდერის კატეგორია:

  • 64200000 სატელეკომუნიკაციო მომსახურებები
  • 48200000 ქსელების, ინტერნეტისა და ინტრანეტის პროგრამული პაკეტები
  • 48500000 საკომუნიკაციო და მულტიმედიის პროგრამული პაკეტები
  • 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები