ჩაბარების ვადა:

12 თებერვალი 2018, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T3426 - ტენდერი მთარგმნელობითი მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

ს.ს.“მინა“-ს აცხადებს ტენდერს მთარგმნელობითი მომსახურების შესყიდვის შესახებ.

  • ძირითადი ენები : ინგლისური, თურქული და რუსული. (საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა სხვა ევროპული ან აზიური ენაც) ;
  • ძირითადი მოთხოვნა: თარგმანი უნდა იყოს მაღალი ხარისხის, ლოგიკურად გადაბმული და აზრობრივად დაკავშირებული მთლიან კონტექსტთან.

ტენდერში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი წინადადება დალუქული კონვერტით 2018 წლის 12 თებერვლამდე, ს.ს.“მინას“ სათაო ოფისში მცხეთის რაიონი , სოფ.ქსანი უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და დამოწმებული ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში);

გთხოვთ წერილს მიუთითოთ ტენდერის სახელწოდება;

წინადადებას უნდა დაერთოს:
წინადადების წარმდგენი კომპანიის ზოგადი ინფორმაცია

  • კომპანიის დასახელება / საიდენტიფიკაციო კოდი
  • იურიდიული მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, ინტერნეტ მის/ ელ.ფოსტა
  • კომპანიის სამართლებრივი ფორმა
  • კომპანიის ძირითადი პროფილი / მომსახურებები
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ბოლო 10 დღის ვადით
  • საბანკო რეკვიზიტები
  • განფასება 1 გვერდის ( 1800 სიმბოლოს) ღირებულება ლარში დ.ღ.გ-ს გარეშე
  • მთარგმნელების კვალიფიკაცია და/ან სერტიფიკატები

გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება 1 წლის ვადით. გადახდა იწარმოებს, კონკრეტული სამუშაოს დასრულების შემდგომ, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 14 დღის განმავლობაში, უნაღდო ანგარიშსწორების გზით.

გაითვალისწინეთ, მხოლოდ გამარჯვებულ კომპანიას ეცნობა ტენდერის შედეგი;
გამარჯვების შესახებ გეცნობათ ელ.ფოსტის მეშვეობით.

განიხილება მხოლოდ 12 თებერვლის ჩათვლით შემოსული წინადადებები, რომელთაც სრულად აქვთ წარმოდგნეილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ : AALAVERDASHVILI@sisecam.com 

ტენდერის კატეგორია:

  • 79500000 ოფისის მუშაობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებები