ჩაბარების ვადა:

15 თებერვალი 2018, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T3430 - ტენდერი კირქვის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

ს.ს. "მინა" აცხადებს ტენდერს კირქვის შესყიდვის შესახებ.

პროდუქციის ქიმიური და გრანულომეტრული მახასიათებლები იხილეთ დანართში.

  • პროდუქციის წლიური მოხმარება - დაახლოებით 7500 ტონა;
  • პროდუქციის სახე : დაფქული - 0,3მმ ფრაქციით;
  • მიწოდების პირობები: პროდუქციის მიწოდება/ჩამოტვირთვა უნდა მოხდეს გამყიდველის სატრანსპორტო საშუალებით - ს.ს.“მინა“-ს კირქვის დაცლის უბანზე;
  • სატრანსპორტო საშუალება: სახმელეთო ან/და სარკინიგზო;

უპირატესობა მიენიჭება სარკინიგზო გზით კირქვის მიღებას;

ტენდერში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, მოგვაწოდეთ თქვენი შემოთავაზება დალუქული კონვერტით, 2018 წლის 15 თებერვლამდე ს.ს.“მინა“-ს სათაო ოფისში (მცხეთის რ-ნი, სოფ.ქსანი); უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და დამოწმებული ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში);

გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ ტენდერის სახელწოდება და გამომგზავნის დასახელება;

წინადადებას უნდა დაერთოს:
წინადადების წარმდგენი კომპანიის ზოგადი ინფორმაცია

  • კომპანიის დასახელება / საიდენტიფიკაციო კოდი
  • იურიდიული მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, ინტერნეტ მის/ ელ.ფოსტა
  • კომპანიის სამართლებრივი ფორმა
  • კომპანიის ძირითადი პროფილი / მომსახურებები
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ბოლო 10 დღის ვადით

შემოთავაზება- განფასება 1 ტონა პროდუქციის ღირებულება სახმელეთო ტრანსპორტირების ჩათვლით, ლარში დ.ღ.გ-ს გარეშე და 1 ტონა პროდუქციის ღირებულება სარკინიგზო გზით ტრანსპორტირების ჩათვლით ლარში დ.ღ.გ-ს გარეშე.

წინადადების წარმდგენი კომპანიის მდგომარეობა

  • ბოლო სამი წლის ბრუნვა
  • კომპანიის კუთვნილებაში არსებული სამშენებლო ტექნიკა / დანადგარების ჩამონათვალი

რეკომენდაცია

  • რეკომენდატორი კომპანია/ საკონტაქტო პირი/ საკონტაქტო მონაცემები (ტელ./ ელ.ფოსტა)
  • პარტნიორი კომპანიების ჩამონათვალი

გაითვალისწინეთ, მხოლოდ გამარჯვებულ კომპანიას ეცნობა ტენდერის შედეგი;
გამარჯვების შესახებ გეცნობათ ელ.ფოსტის მეშვეობით.

გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 1 წლიანი ხელშეკრულება. გადახდა იწარმოებს ყოველი თვის ბოლოს, მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან 14 დღის განმავლობაში.
განიხილება მხოლოდ 15 თებერვლამდე შემოსული წინადადებები, რომელთაც სრულად აქვთ წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ : AALAVERDASHVILI@sisecam.com
ან დაგვიკავშირდით
995 32 244 99 87 - ზექი ბილგინი

ტენდერის კატეგორია:

  • 44900000 სამშენებლო ქვა, კირქვა, თაბაშირი და ასპიდური ფიქალი

დოკუმენტაცია