ჩაბარების ვადა:

12 თებერვალი 2018, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T3437 - ტენდერი ქვიშის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

ს.ს. "მინა" აცხადებს ტენდერს ქვიშის შესყიდვის შესახებ.

პროდუქციის ქიმიური და გრანულომეტრული მახასიათებლები გთხოვთ იხილოთ დანართში; 

  • პროდუქციის წლიური მოხმარება - დაახლოებით 55 000 ტონა;
  • პროდუქციის სახე : გარეცხილი;
  • სატრანსპორტო საშუალება: სახმელეთო ან/და სარკინიგზო;

მიწოდების პირობები: 

  • სახმელეთო ტრანსპორტის შემთხვევაში - პროდუქციის მიწოდება/ჩამოტვირთვა უნდა მოხდეს გამყიდველის სატრანსპორტო საშუალებით - ს.ს.“მინა“-ს ქვიშის დაცლის უბანზე;
  • სარკინიგზო ტრანსპოტის შემთხვევაში - გამყიდველი უზრუნველყოფს პროდუქციის მიტანა - დატვირთვას უახლოეს სარკინიგზო სადგურამდე; სადგურიდან ტრანსპორტირების ხარჯებს ფარავს მყიდველი;

ტენდერში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, მოგვაწოდეთ თქვენი შემოთავაზება 2018 წლის 12 თებერვლამდე ს.ს.“მინა“-ს სათაო ოფისში (მცხეთის რ-ნი, სოფ.ქსანი); უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და დამოწმებული ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში);

გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ ტენდერის სახელწოდება და გამომგზავნის დასახელება;

წინადადებას უნდა დაერთოს:
წინადადების წარმდგენი კომპანიის ზოგადი ინფორმაცია

  • კომპანიის დასახელება / საიდენტიფიკაციო კოდი
  • იურიდიული მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, ინტერნეტ მის/ ელ.ფოსტა
  • კომპანიის სამართლებრივი ფორმა
  • კომპანიის ძირითადი პროფილი / მომსახურებები
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ბოლო 10 დღის ვადით
  • შემოთავაზება - განფასება სახმელეთო ტრანსპორტირების შემთხვევაში 1 ტონა პროდუქციის ღირებულება ლარში დ.ღ.გ-ს გარეშე და სარკინიგზო გზით ტრანსპორტირების შემთხვევაში 1 ტონა პროდუქციის ღირებულება ლარში დ.ღ.გ-ს გარეშე. 

წინადადების წარმდგენი კომპანიის მდგომარეობა

  • ბოლო სამი წლის ბრუნვა
  • კომპანიის კუთვნილებაში არსებული სამშენებლო ტექნიკა / დანადგარების ჩამონათვალი

რეკომენდაცია

  • რეკომენდატორი კომპანია/ საკონტაქტო პირი/ საკონტაქტო მონაცემები (ტელ./ ელ.ფოსტა)
  • პარტნიორი კომპანიების ჩამონათვალი

გაითვალისწინეთ, მხოლოდ გამარჯვებულ კომპანიას ეცნობა ტენდერის შედეგი; (ელ.ფოსტის მეშვეობით)
გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 1 წლიანი ხელშეკრულება. გადახდა იწარმოებს ყოველი თვის ბოლოს, მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან 14 დღის განმავლობაში.

განიხილება მხოლოდ 12 თებერვლამდე შემოსული წინადადებები, რომელთაც სრულად აქვთ წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ : AALAVERDASHVILI@sisecam.com
ან დაგვიკავშირდით
995 32 244 99 87 - ზექი ბილგინი

ტენდერის კატეგორია:

  • 14200000 ქვიშა და თიხა