ჩაბარების ვადა:

12 თებერვალი 2018, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T3439 - ტენდერი პერსონალის ტრანსპორტირებით მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა: 

ს.ს. "მინა" აცხადებს ტენდერს პერსონალის ტრანსპორტირებით მომსახურების შესახებ.

ყოველდღიური რაოდენობა 75-80 თანამშრომელი.

დეტალური ინფორმაცია მარშრუტების სახეობების, გადასაყვანი პერსონალის ოდენობის, ტრანსპორტის მუშაობის რეჟიმების შესახებ გთხოვთ იხილოთ დანართში.

ტენდერში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, მოგვაწოდეთ თქვენი შემოთავაზება დალუქული კონვერტით, 2018 წლის 12 თებერვლამდე ს.ს.“მინა“-ს სათაო ოფისში (მცხეთის რ-ნი, სოფ.ქსანი); უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და დამოწმებული ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში);

გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ ტენდერის სახელწოდება და გამომგზავნის დასახელება;

წინადადებას უნდა დაერთოს:
წინადადების წარმდგენი კომპანიის ზოგადი ინფორმაცია

  • კომპანიის დასახელება / საიდენტიფიკაციო კოდი
  • იურიდიული მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, ინტერნეტ მის/ ელ.ფოსტა
  • კომპანიის სამართლებრივი ფორმა
  • კომპანიის ძირითადი პროფილი / მომსახურებები
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ბოლო 10 დღის ვადით

შემოთავაზება - განფასება ლარში დ.ღ.გ-ს გარეშე, ფორმა #2-ის მიხედვით

წინადადების წარმდგენი კომპანიის მდგომარეობა

  • ბოლო სამი წლის ბრუნვა
  • კომპანიის კუთვნილებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალი

რეკომენდაცია

  • რეკომენდატორი კომპანია/ საკონტაქტო პირი/ საკონტაქტო მონაცემები (ტელ./ ელ.ფოსტა)
  • პარტნიორი კომპანიების ჩამონათვალი

გაითვალისწინეთ, მხოლოდ გამარჯვებულ კომპანიას ეცნობა ტენდერის შედეგი, ელ.ფოსტის მეშვეობით.
გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 1 წლიანი ხელშეკრულება.

განიხილება მხოლოდ 12 თებერვლამდე შემოსული წინადადებები, რომელთაც სრულად აქვთ წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ : AALAVERDASHVILI@sisecam.com;
ან დაგვიკავშირდით
995 32 244 99 87 (ex- 22-29)- მარინა ზუბაშვილი

ტენდერის კატეგორია:

  • 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები