ჩაბარების ვადა:

15 თებერვალი 2015, 12:00

სტატუსი:

დასრულებული

T345 - ფასთა გამოკითხვა სარემონტო სამუშაოების ჩატარებაზე

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა: 

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“  გეგმავს ქ. თბილისში, გაზაფხულის ქ.#14-ში სარემონტო სამუშაოების ჩატარებას ადმინისტრაციული შენობის კიბის უჯრედში. 

კომპანია იწვევს დაინტერესებულ და ანალოგიური სამუშაოების წარმოების გამოცდილების მქონე პირებს ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად.

შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა:

  • კიბის საფეხურების მოპირკეთება ბუნებრივი ქვით (1.45X30X13)- 72 ც.
  • იატაკის მოპირკეთება ბუნებრივი ქვით - 45 მ2
  • ალუმინის მოაჯირის მოწყობა - 45 გრძ/მ
  • გიბსოკარდონის ფილებით კედლების მოწყობა - 340 მ2
  • გიბსოკარდონის კედლების შეღებვა - 340 მ2
  • ელ. სანათების მოწყობა (დიოდური სანათი) - 30ც
  • ელ. ჩამრთველ ამომრთველების მოწყობა - 6ც
  • მდფ-ის კარის მონტაჟი 1ც


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ანალოგიური სამუშაოს შესრულების გამოცდილება.


მოვალეობები:

  • შესასრულებელი სამუშაოს ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა


წარმოსადგენი დოკუმენტაცია

  • პრედენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
  • ცნობა, რომ პრედენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
  • ინფორმაცია პრედენდენტის პერსონალის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილების შესახებ (მსგავსი სამუშაოების ცხრილი: ჩამონათვალი, მოცულობა, პერიოდი);
  • ინფორმაცია ქვეკონტრაქტორების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი, ტელეფონი, ელ.ფოსტა და ვებ მისამართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • სამუშაოების შესრულების ვადები, გეგმა-გრაფიკი.


დამატებითი პირობები:

  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2015 წლის 15 თებერვლისა 12:00 სთ-მდე შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“-ს ოფისში შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. #14, II სართული, ოთახი #12;
  • გამარჯვებულის შერჩევა მოხდება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი, გადახდის პირობა, შესრულების ვადა, ხარისხი.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ მოგვმართონ ელ.ფოსტაზე: G_beridze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომერზე: 599885575 - გიორგი.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ