ჩაბარების ვადა:

19 თებერვალი 2018, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T3462 - ტენდერი მზა პროდუქციის გადარჩევისათვის პერსონალის დაქირავებაზე

ტენდერის აღწერილობა: 

ს.ს.“მინა“ აცხადებს ტენდერს მზა პროდუქციის გადარჩევისათვის პერსონალის დაქირავების შესახებ.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

ტენდერში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი შემოთავაზება დალუქული კონვერტით ს.ს.“მინა“-ს სათაო ოფისში (მცხეთის რ-ნი, სოფ.ქსანი) 2018 წლის 19 თებერვლამდე; უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და დამოწმებული ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში);

გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ ტენდერის სახელწოდება და გამომგზავნის დასახელება;

წინადადებას უნდა დაერთოს:
წინადადების წარმდგენი კომპანიის ზოგადი ინფორმაცია

  • კომპანიის დასახელება / საიდენტიფიკაციო კოდი
  • იურიდიული მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, ინტერნეტ მის/ ელ.ფოსტა
  • კომპანიის სამართლებრივი ფორმა
  • კომპანიის ძირითადი პროფილი / მომსახურებები
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ბოლო 10 დღის ვადით

შემოთავაზება , ღირებულება ლარში დ.ღ.გ-ს გარეშე შემდეგი სახით:

  • მანუალურად კუთხედზე ხელახლა სორტირება - 1000 ბოთლი
  • ხაზზე ხელახლა სორტირება - 1000 ბოთლი
  • ხაზზე ავტომატურად ( ხარისხის აპარატზე) ხელახლა სორტირება - 1000 ბოთლი
  • ხაზზე ვიზუალურად ხელახლა სორტირება - 1000 ბოთლი

წინადადების წარმდგენი კომპანიის მდგომარეობა

  • ბოლო სამი წლის ბრუნვა

რეკომენდაცია

  • რეკომენდატორი კომპანია/ საკონტაქტო პირი/ საკონტაქტო მონაცემები (ტელ./ ელ.ფოსტა)
  • პარტნიორი კომპანიების ჩამონათვალი

გაითვალისწინეთ, მხოლოდ გამარჯვებულ კომპანიას ეცნობა ტენდერის შედეგი; (ელ.ფოსტის მეშვეობით)

გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 1 წლიანი ხელშეკრულება. გადახდა იწარმოებს ყოველი თვის ბოლოს, მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან 14 დღის განმავლობაში.
განიხილება მხოლოდ 19 თებერვლამდე შემოსული წინადადებები, რომელთაც სრულად აქვთ წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ : AALAVERDASHVILI@sisecam.com 

ტენდერის კატეგორია:

  • 79600000 პერსონალის დაქირავებასთან დაკავშირებული მომსახურებები