ჩაბარების ვადა:

20 თებერვალი 2015, 12:00

სტატუსი:

დასრულებული

T348 - ფასთა გამოკითხვა დეკორატიულ ფილასა და ბორდიულზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. ტენდერის ვადა გახანგრძლივდა 2015 წლის 20 თებერვლამდე. აგრეთვე შეიცვალა დეკორატიული ფილის სიმაღლე 59მმ. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ფასთა გამოკითხვას მაღალხარისხიანი ინერტული მასალისგან დამზადებულ დეკორატიულ ფილაზე და ბორდიულზე.

აღწერილობა:

  • ბორდიულის ზომა (სიმაღლე 300 მმ, განი 150 მმ, სიგრძე 1000 მმ.) - 660 გრძ/მეტრი
  • დეკორატიული ფილა (სიმაღლე 59 მმ.) 2850 კვ/მ

 
წარმოსადგენი დოკუმენტაცია

  • პრედენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები)
  • საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი, ტელეფონი, ელ.ფოსტა და ვებ მისამართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • მიწოდების ვადები.

 
დამატებითი პირობები

  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2015 წლის 20 თებერვლისა 12:00 სთ-მდე შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“-ს ოფისში შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. #14, II სართული;
  • გამარჯვებულის შერჩევა მოხდება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი, გადახდის პირობა, ხარისხი.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ მოგვმართონ ელ.ფოსტაზე: G_beridze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომერზე: 577 421414 ირაკლი.  599 885575  გიორგი.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ