ჩაბარების ვადა:

20 თებერვალი 2018, 12:00

სტატუსი:

დასრულებული

T3520 - ტენდერი გარე გაღების ალუმინის კარ-ფანჯრების დასამზადებელ-სამონტაჟო სამუშაოებზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ჰუალინგის საერთაშორისო სპეციალური ეკონომიკური ზონა“ აცხადებს ტენდერს ოლიმპიური სოფლის მეორე ეტაპის #5-12 კორპუსების ქვეშ კომერციული ფართებისათვის გარე გაღების ალუმინის კარ-ფანჯრების დასამზადებელი-სამონტაჟო სამუშაოებზე.

სამონტაჟო სამუშაოები განხორციელდება შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისის ზღვის მიმდებარედ, ჰუალინგ ჯგუფის ტერიტორიაზე

სატენდერო განცხადებას დანართების სახით ერთვის:

  • ხარჯთაღრიცხვა - დანართი No1
  • ტექნიკური ნახაზები

ტენდერის ფარგლები, შინაარსი და მოთხოვნები

  • ტენდერში მონაწილე მხარე ვალდებულია სამუშაოები განახორციელოს მუშა ნახაზებში მოცემული ყველა სამუშაო.
  • სამუშაოთა გადაცემის ტიპი: ტენდერში მონაწილე მხარეს ევალება საკუთარი მუშახელის, მასალებისა და მანქანა-დანადგარების-მექანიზმების მეშვეობით განახორციელოს სამუშაოები.
  • ტენდერში მონაწილე მხარე ვალდებულია მუშა ნახაზებში გათვალისწინებული სამუშაოების შესაბამისად მოახდინოს სამუშაოების ღირებულების დაანგარიშება პროექტის მოცემული ყველა ტიპის კარ- ფანჯრებზე და განფასების მოწოდება. განფასებაში გათვალისწინებული უნდა იყოს სამუშაოების წარმოებისათვის საჭირო ყველა სამშენებლო ხარჯი.
  • ანგარიშსწორების წესი: ავანსის გარეშე, სამუშაოების გეგმა გრაფიკით გათვალისწინებული ეტაპების მიხედვით განხორციელდება შუალედური ანგარიშსწორება 80%, სამუშაოების დასრულების, შემოწმება- მიღების და საბოლოო დაანგარიშების შემდეგ სატენდერო მხარე ტენდერში მონაწილე მხარეს აუნაზღაურებს მთლიანი ღირებულების 95%-მდე, ხოლო დარჩენილი 5%-ი წარმოადგენს ხარისხის საგარანტიო თანხას, საგარანტიო პერიოდი ერთი წელი
  • გეგმის მიხედვით სამუშაოების დაწყებისა და დასრულების ვადები: #5-8 კორპუსებისათვის 2018 წლის 25 თებერვლიდან 2018 წლის 30 მარტამდე, სულ 15 კალენდარული დღე.
  • გეგმის მიხედვით სამუშაოების დაწყებისა და დასრულების ვადები: #9-12 კორპუსებისათვის 2018 წლის 1 აპრილიდან 2018 წლის 30 მაისამდე, სულ 60 კალენდარული დღე.

სატენდერო მოთხოვნები:

  • მოცემულ ტენდერში მოხდება კვალიფიკაციის წინასწარი შემოწმება, რაც მდგომარეობს შემდეგში:
    ტენდერში მონაწილე მხარე ვალდებულია ტენდერის გამომცხადებელ მხარეს წარუდგინოს ძალაში მყოფი „სამშენებლო -სამონტაჟო სამუშაოების საკვალიფიკაციო მოწმობა“, კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტაცია; ასევე წარმოადგინოს აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებული შესაბამისი ინჟინრების, ტექნიკური პერსონალის, სამუშაოების მწარმოებელი პირებისა და მენეჯერების სია და მათი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები.
  • ტენდერში მონაწილე მხარემ უნდა წარმოადგინოს ხარისხის სტანდარტების შესაბამისი საგარანტიო წერილი და ასევე დამკვეთის მიერ დადაგენილი სამუშაო ვადების შესაბამისი საგარანტიო წერილი. 

დაინტერესებულმა კანდიდატმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია:
ხარჯთაღრიცხვა (დანართი 1). დღგ.ს ჩათვლით. (დარიცხვის გარეშე ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა არის პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველი, ხარჯთაღრიცხვა მოწოდებული უნდა იყოს თანდართული ფორმის შესაბამისად);

  • საგარანტიო პირობები;
  • საგარანტიო ვადები;
  • სამუშაოების შესრულების ვადა, გრაფიკი;

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

ტენდერში მონაწილეობისთვის დაინტერესებულმა კანდიდატებმა 2018 წლის 20 თებერვალს 12:00 სთ–მდე უნდა წარმოადგინონ დალუ ქულ კონვერტში შემდეგი საბუ თები, მისამართზ ე: ქ.თბილისის ზ ღვის მიმდებარედ (ნაკვეთი 16/014), სავაჭრო ცენტრის მე-5 სართული, ჰუალინგ ჯგუფის საინჟინრო ოფისი.

  • პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • საბანკო რეკვიზიტები (ბანკის მიერ გაცემული ბეჭდიანი ცნობის სახით);
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან პირის რეგისტრაციის შესახებ;
  • ბოლო სამი წლის განმავლობაში შესრულებული ანალოგიური სამუშაოს სია და მათგან არანაკლებ ორი დამკვეთი პირის რეკომენდაცია;
  • ცნობა არის თუ არა კომპანია სახელმწიფო შესყიდვების მიერ გამოწვეყნებყლ შავი სიაში;
    ცნობა საგადასახადო დავალიანებასთან დაკავშირებით;
    ცნობა მიმდინარეობს თუ არა გამოძიება ფინანსურ დანაშაულებათა მიმართ; 
  • კომპანიის დირექტორის ნასამართლეობის ცნობა;
    ხარჯთაღრიცხვის(დანართი 1) დაბეჭდილი.

შენიშვნა: ცნობების მომზადებისთვის არასაკმარისი ვადის შემთხვევაში შესაძლებელია დოკუმენტაციის მოწოდება სატენდერო ვადის დასრულების შემდეგ.

წარმოდგენილი დოკუმენტაცია ხელმოწერილ უნდა იქნას პრეტენდენტის შესაბამისად უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ.

სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო წინადადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასების კრიტერიუმები არის შემდეგი:

  • ხარისხი;
  • ღირებულება;
  • სამუშაოების შესრულების ვადა;
  • ანალოგიურ სფეროში არსებული გამოცდილება;

სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.

შენიშვნა: ტენდერი ტარდება "განცხადების პრინციპით", რომელიც არ ითვალისწინებს ვაჭრობის ეტაპს. შესაბამისად, პრეტედენტ(ებ)ის მიერ სატენდერო განცხადებაში უნდა მიეთითოს მათ მიერ მოწოდებული საქონლის საბოლოო ღირებულება.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ტენდერის დასრულების შემდეგ პრეტედენტი ვერ შეძლებს ტენდერის ფარგლებში
დაფიქსირებული საქონლის ღირებულების შემცირებას.

ტენდერთან დაკავშირებულ საკითხებზე დამატებითი ინფორმაციის მიღება ან/და დაზუსტება შესაძლებელია შემდეგ საკონტაქტო პირებთან - გეორგია გოგია 593 646864 g.gogia@hualing.ge  ; ნინო ნადარეიშვილი 599880688 ელ. ფოსტა : n.nadareishvili@hualing.ge ; ქრისტი კარიაული ; ტელეფონი : 599537576; ელ. ფოსტა : k.kariauli@hualing.ge 

საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ადგილზე ობიექტის დათვალიერება.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული ფაილი.

ტენდერის კატეგორია:

  • 44200000 სტრუქტურული მასალები
  • 44400000 სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მათთან დაკავშირებული საგნები