ჩაბარების ვადა:

23 თებერვალი 2018, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T3531 - ტენდერი ლაითბოქსების და ფასმაჩვენებლების შეკეთება/დამზადებაზე

ტენდერის აღწერილობა:

კომპანია "ფრეგო" წარმატებით ახორციელებს საწვავის იმპორტს საქართველოში სხვადასხვა ქვეყნებიდან. შექმნას საქართველოს ბაზარზე მძლავრი ქსელი, რომელიც მოწინავე პოზიციებს დაიმკვიდრებს მომხმარებლის მსყიდველობით გადაწყვეტილებაში, რაც განპირობებული იქნება ფასის, ხარისხისა და მომსახურების უპირატესობით კონკურენტებთან. ორაგნიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.frego.ge 

კომპანია „ფრეგო“ აცხადებს ტენდერს ორი ავტოგასამართ სადგურზე ლაითბოქსების და ფასმაჩვენებლების შეკეთება/დამზადებაზე.

N1 ქ.მარნეული, 26 მაისის ქუჩა ს/კ 83.02.03.691

სატენდერო მოთხოვნები:

  • აგს-ის ქუდზე არსებულ ორ ლაითბოქსზე (რომელიც დემონტირებულია და აგს-ზეა) უნდა გადაეკრას ორაკალის წითელი და შავი მასალისგან დამზადებული „ფრეგო“-ს ლოგო, რენდერ N1-ში მითითებული ზომების მიხედვით;
  • უკვე არსებულ ფასმაჩვენებელზე (სტელაზე)ორივე მხარეს (წინა და უკანა მახარეს) იცვლება პროდუქტის დასახელებები კომპანია „ფრეგო“-ს ბრენდბუქში მოცემული ფერების კოდებით. რენდერი N2.
    არსებულ სტელაზე პროდუქტის დასახელებები გაკეთებულია დიბონდის მასალით ზედ ამოჭრილი პროდუქტის დასახელებებით , რომელსაც უკნიდან ამოკრული აქვს თეთრი ორგმინა ლურჯი ამონათებით.
    ჩასატარებელი სამუშაო იქნება შემდეგი: დიბონდის 32/64 ზომაზე ამოჭრილ მართკუთხედს უკანა მხარეს უნდა დაეკვრას თეთრი ოგმინა ზედ გადაკრული ორაკალის მასალისგან დამზადებული პროდუქტის დასახელებით - თეთრი ამონათებით. შესაცვლელი იქნება დიოდებიც რადგან არსებული დიოდები ლურჯი ნათებითაა. სტელასთვის უნდა დამზადდეს ორი პროდუქტის დასახელება. რეგულარი და სტანდარტ დიზელი (ორივე მხარეს). შესაძლებელია დაემატოს პროდუქტი და ამიტომ დარჩენილი ორი პროდუქტის დასახელების ადგილიც მზად უნდა იყოს პროდუქტის დასამატებლად. მოცემულ დავალებაში მითითებული პროდუქტის დასახელებები შესაძლებელია შეიცვალოს და დაზუსტებისთვის დაგვიკავშირდით.
  • მარიგებელ სვეტებზე ორივე მხარეს (წინა და უკანა მახარეს) უნდა მიეკრას ორაკალის მასალისგან დამზადებული ფრეგო-ს ლოგო კომპანიის დასახელებით, რენდერი N1-ს მიხედვით. ლოგოს ზომა 40 D.

N2 ქ.მარნეული, ლეონიძის ქ. N19 ს/კ 83.02.21.272

  • აგს-ის ქუდზე უნდა დამონტაჯდეს მონტაჟდება ლაითბოქსი (ლაითბოქსი : 45/225) რენდერ N3-ში მოცემული ზომების და დიზაინის შესაბამისად.
  • მარიგებელ სვეტზე მხოლოდ წინა მხარეს უნდა მიეკრას არაკალის მასალისგან ფრეგო-ს ლოგო კომპანიის დასახელებით, რენდერი N3-ს მიხედვით. ლოგოს ზომა 25 D.
  • უკვე არსებულ ორ მექანიკურ ფასმაჩვენებელზე უნდა გადაეკრას ორაკალის მასალისგან დამზადებული პროდუქტების დასახელება რენდერი N3-ს მიხედვით. ზომა 32x16.

გამოსაყენებელი შრიფტი BPG Banner QuadroSquare Caps

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

გთხოვთ შემოგვთავაზოთ შპს „ფრეგო-ს აგს-ბის ბრენდირების განფასება დანართი N1 მიხედვით, 2018 წლის 23 თებერვლის ჩათვლით.

ასევე გთხოვთ მოგვაწოდოთ ზემოთმოყვანილი სამუშაოების შესრულების ვადა.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ სატენდერო შემოთავაზება ელ. ფოსტის მეშვეობით: tamar@frego.ge  

საკონტაქტო პირი:
თამარ კაკაბაძე
ტელ: +995 32 2999910 (103)
მობ: +995 574 900 440
E-mail: tamar@frego.ge  

ტენდერის კატეგორია:

  • 31700000 ელექტრონული, ელექტრომექანიკური და ელექტროტექნიკური აქსესუარები
  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები