ჩაბარების ვადა:

2 მარტი 2018, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T3536 - ტენდერი გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშისა და სხვა საჭირო მასალების მომზადებაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს ჰაიდელბერგცემენტ კავკასუსი აცხადებს ფასთა გამოკითხვას შემდეგი სახის მომსახურებაზე: შპს „ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსის“ რუსთავის ცემენტის ქარხანაში გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშის და სხვა საჭირო მასალების მომზადება.

შპს “ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსი” მისი გარემოსდაცვითი პოლიტიკიდან გამომდინარე მიზნად ისახავს ბუნებრივი რესურსების გაზოგვას და ალტერნატიული რესურსების გამოყენებას. შპს „ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსის“ რუსთავის ქარხნაში დაგეგმილია ალტერნატიული საწვავის - საბურავების გამოყენება.

სამუშაოების ჩამონათვალი:
ექსპლუატაციის შედეგად გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშის და სხვა საჭირო მასალების მომზადება, კანონით დადგენილი პროცედურების გასავლელად და გარემოზე ზემოქმედების ნებართვის მოპოსაპოვებლად.

  • გზშ-ს პირველადი ანგარიშის და სხვა საჭირო მასალების მომზადება.
  • ანგარიშში შესწორებების შეტანა და განახლება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული წერილობითი შენიშვნებისა და წინადადებების შესაბამისად.
  • დახმარების გაწევა გზშ ანგარიშის საჯარო განხილვების ორგანიზებაში, წარმოდგენილი კითხვების/შენიშვნების გათვალისწინებაში და შესაბამის სტრუქტურებთან კომუნიკაციის დამყარებაში.

გარემოზე ზემოქმედების შეფასება გარდა საბურავებისა უნდა ითვალისწინებდეს ნარჩენების ფართო ჩამონათვალს რომელთა განადგურებაც შესაძლებელია კლინკერის გამოწვის ღუმელში.

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

დაინტერესებულ პირებს ან კომპანიებს სატენდერო მასალების წაღება შეუძლიათ ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა 15.00-საათიდან 18.00 საათამდე, განცხადების გამოქვეყნების დღიდან, ქვემოთ მოცემულ მისამართზე: თბილისი, ალ. ყაზბეგის 21, მე-6 სართული.

ტელ: +995 32 247 47 47 (114)
+995 577 99 86 29
ელ. ფოსტა: David.merkviladze@heidelbergcement.ge 
დავით მერკვილაძე

სატენდერო წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 2 მარტი, 18.00 საათი.

ტენდერის კატეგორია:

  • 71700000 მონიტორინგი და კონტროლი
  • 71400000 მომსახურება ურბანული დაგეგმარებისა და ლანდშაფტური არქიტექტურის სფეროში
  • 77200000 სატყეო მეურნეობასთან დაკავშირებული მომსახურებები