ჩაბარების ვადა:

2 მარტი 2018, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T3545 - ტენდერი რაჭა ჰესის მისასვლელი გზის გამაგრებითი სამუშაოების პროექტირებაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს მომსახურების კერძოდ, რაჭა ჰესის მისასვლელი გზის გამაგრებითი სამუშაოების პროექტირებაზე #23/02-GIEC-DD-18

მომსახურების აღწერა:

  • შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ მფლობელობაში არსებული ჰიდროელექტროსადგური „რაჭა ჰეს“-ის (მისამართი: ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი სადმელი) სათავე ნაგებობასთან მისასვლელი გზის გამაგრებითი სამუშაოების სრული საპროექტო დოკუმენტაციის შექმნა მშენებლობის ნებართვის მისაღებად.

შესასრულებელი სამუშაოები:

  • საპროექტო ტერიტორიის ტოპოგრაფიული გადაღება;
  • საპროექტო ტერიტორიის გეოლოგიური კვლევა;
  • მუშა პროექტი;

შენიშვნა: დამკვეთის მიერ საკუთარი ხარჯით მოხდება როგორც პროექტის ისე გეოლოგიური დასვნის ექსპერტიზა. შენიშვნების არსებობის შემთხვევაში შემსრულებელს აქვს ვალდებულება შეიტანოს ცვლილებები უსასყიდლოდ.

დართულ ფაილებში, გთხოვთ, იხილოთ:

  • არსებული სიტუაციის მოკლე აღწერა;
  • ფოტომასალა.

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • კომერციულ-ტექნიკური წინადადება წარმოდგენილი ჩაშლილად შესასრულებელი სამუშაოების მიხედვით დეტალური ხარჯთაღრიცხვის გზით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • სამუშაოების შესრულების ვადები;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
    - შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ.
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის იურიდიული და საბანკო რეკვიზიტები.

ტენდერის ჩაბარების პირობები

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას აუცილებლად დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე. v_maisuradze@giec.ge  ; 551 11 22 22.
  • საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: რამაზ ცერცვაშვილი, საკონტაქტო ნომერი: 599 88 57 58.

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 02.03.2018, 17:00 სთ.

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები