ჩაბარების ვადა:

15 მარტი 2018, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T3556 - ტენდერი სასტუმროს მომსახურებაზე ქალაქ ბათუმში

ტენდერის აღწერილობა:

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით შპს. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში.

დაგეგმილი გვაქვს შევისყიდოთ სასტუმროს მომსახურება ქალაქ ბათუმში დანართი 1 - ის შესაბამისად.

ინტერესის შემთხვევაში, გთხოვთ, 15.03.2018 -ის 16:00 საათამდე წარმოგვიდგინოთ თქვენი შემოთავაზება ამობეჭდილი სახით, 2 სხვადასხვა კონვერტში. 1 კონვერტში საფასო შემოთავაზება (აშშ დოლარში), ხოლო 2-ში შინაარსობრივი შემოთავაზება. გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ ინგლისურ ან ქართულ და ინგლისურ ენაზე.
დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 2013 წლის მაისიდან სსკ–ს 168-ე მუხლის მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება სარგებლობს გადასახადებისგან გათავისუფლებით (დღგ, აქციზი, იმპორტის გადასახადი) და შესაბამისად ფასი არ უნდა შეიცავდეს მოცემულ გადასახადებს და ეს მითითებული უნდა იყოს შემოთავაზებაში.

გთხოვთ ფასი დააფიქსიროთ აშშ. დოლარში იმის გათვალისწინებით , რომ გადახდა მოხდება ლარში ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული გადახდის დღის კურსით.

გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი:

  • სახელი, გვარი, ფირმის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, საკონტაქტო პირი);
  • ტენდერის დასახელება : Regional Team Workshop in Batumi
  • წარწერა “კონფიდენციალურია”;
  • გთხოვთ, მოაწეროთ ხელი დალუქვის ადგილზე.

გთხოვთ, შემოთავაზება დაიტანოთ თქვენი ორგანიზაციის ლოგოიან თავფურცელზე, დასვათ ბეჭედი და ხელმოწერა.

აგრეთვე მიუთითოთ შემდეგი მისამართი:
GIZ-ის რეგიონალურ ბიუროს სამხრეთ კავკასიაში
ბატონ კოტე ჩაჩანიძეს
რუსთაველის 42 / გრიბოედოვის 31ა
0108 თბილისი
მიუთითეთ პროგრამის ნომერი 15.2101.2-001.00
და აგრეთვე ნომერი 83282306

და დანომრეთ კონვერტები
(I - საფასო შემოთავაზება; II - შინაარსობრივი შემოთავაზება).

შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით – შემოთავაზებების ჩაბარებამდე არაუგვიანეს 2 დღისა:
ქალბატონ ეთერ კონჯარიას
Eteri.konjaria@giz.de 

წესების დარღვევის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ იქნება განხილული.

ტენდერის კატეგორია:

  • 55100000 სასტუმროს მომსახურება