ჩაბარების ვადა:

12 მარტი 2018, 12:00

სტატუსი:

დასრულებული

T3557 - ტენდერი ქვანახშირის ტრანსპორტირებაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

 შპს „საქნახშირი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)“ აცხადებს ტენდერს მომსახურეობის: კერძოდ ქვანახშირის ტრანსპორტირებაზე #27/02-SAQN-S/TR-18

ტენდერის აღწერილობა:

  • ქვანახშირის გადაზიდვა მაღალი ტვირთამწეობის თვითმცლელი ავტომობილებით ქ. ტყიბულიდან (თაბუკაშვილის ქ. #13. გფ) ქ. ზესტაფონში (საქარხნოს ქ. #9. შპს “ჯორჯიან მანგანეზი“).
  • გადაზიდვის რაოდენობა: დღეში 130-150 ტონა, თვეში - 4500ტონა;
  • გადაზიდვის პერიოდი: 2018 წლის 31 დეკემბრამდე, ყოველდღიურად, 10:00სთ-დან 20:00 საათამდე;

ტვირთის დატვირთვა მოხდება დამკვეთის მიერ.

შენიშვნა: გადახდა იწარმოებს კონკრეტული გადაზიდვის შესრულებისა და მიღება-ჩაბარების გაფორმების შემდგომ არაუგვიანეს 30 სამუშაო დღისა.

შპს „საქნახშირი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)“ იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება დანართი № 1 სახით სრულად შევსებული;
  • ინფორმაცია ავტო პარკისა და ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • საჭიროების შემთხვევაში კონკრეტული გადაზიდვისთვის ერთდროულად რა რაოდენობის მანქანის გამოყოფას შეძლებს კომპანია, მანქანების ტონაჟის მითითებით;
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
  • სარეკომენდაციო წერილები.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია და შევსებული დანართი № 1 (ფასების ცხრილი) წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე.

კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება; დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2018 წლის 12 მარტის 12:00 საათამდე.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge  ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომრებზე:

  • ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: 595 33 77 50, საკონტაქტო პირი: გაგა გვენეტაძე.
  • დოკუმენტაციასთან დაკავშირებით 551 11 22 22. საკონტაქტო პირი ვასილ მაისურაძე;

ტენდერის კატეგორია:

  • 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები
  • 63100000 ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები