ჩაბარების ვადა:

13 მარტი 2018, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T3562 - ტენდერი მოძრავი სადგურების რებრენდინგზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ნეოგაზი“ აცხადებს ტენდერს მომსახურების: მოძრავის სადგურების რებრენდინგზე #27/02-NEO-S/REB-18

ტენდერის აღწერა: შპს ნეოგაზის მფლობელობაში არსებული 13 ცალი მოძრავი სადგურის რებრენდინგი შემსრულებლის მასალით:

თითო მოძრავ სადგურზე 10-12 ცალი გაზის ბალონის (ბურთის) გასუფთავება, ზუმფარით დამუშავება, შეღებვა ვერცხლისფრად და ყველა ბურთის დაბრენდვა ნეოგაზის ლოგოთი. მოძრავი სადგურების ბორტების შეფუთვა დიბონდით და დაბრენდვა სტიკერებით. გაზგამშვები სისტემის მართვის კარადის შეღებვა და დაბრენდვა. ავტომობილის ზომა: სიგრძე 10.50. სიგანე 2.47. ბორტის სიმაღლე 0.31.

დამკვეთი უპირატესობას მიანიჭებს სამუშაოების შესრულებას ადგილზე, თუმცა განიხილება შემსრულებლის რეკომენდაციები.

შენიშვნა: თავდაპირველად სატესტოდ მოხდება მხოლოდ ერთი სადგურის დაბრენდვა და სასურველი შედეგის მიღების შემთხვევაში პროექტი გაგრძელდება.

დართულ ფაილებში, გთხოვთ, იხილოთ:

  • არსებული სიტუაციის ფოტო მასალა;
  • შალანდების რენდერები;
  • შალანდების ადგილმდებარეობა;
  • შალანდების ზომები.

შპს „ნეოგაზი“ იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.
  • ინფორმაცია ანალოგიური/მსგავსი გამოცდილების შესახებ;
  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);

ტენდერის ჩაბარების პირობები

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
  • წინადადების ისევე როგორც ნიმუშების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@giec.ge ; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22;
  • ტექნიკური საკითხების განსახილველად: ესმა ჩაჩანიძე. საკონტაქტო ნომერი: 599 67 14 14;

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 13 მარტი 17:00 საათამდე.

ტენდერის კატეგორია:

  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები