ჩაბარების ვადა:

15 მარტი 2018, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T3579 - ტენდერი მევენახეობა-მეღვინეობის დანადგარების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

მარანი კასრელი აცხადებს 5 ლოტიან და 2 ეტაპიან ტენდერს მევენახეობა-მეღვინეობის დანადგარებზე:

  • ლოტი 1 - ვენახის საწამლი აპარატი, ტრაქტორზე ჩამოსაკიდებელი 600 ლიტრის მოცულობის. საგარანტიო პერიოდი არანაკლებ 24 თვისა. სასურველია სათადარიგო ნაწილების და ტექნიკური მომსახურების საქართველოში არსებობა.
  • ლოტი 2 - ტრაქტორის სათიბელა-მულჩერი ვენახისთვის. გათიბვასთან ერთად უნდა შეეძლოს ნათიბის და ნასხლავის მულჩირება. სასურველია მუშაობდეს ქვიან ნიადაგზეც. საგარანტიო პერიოდი არანაკლებ 24 თვისა. სასურველია სათადარიგო ნაწილების და ტექნიკური მომსახურების საქართველოში არსებობა.
  • ლოტი 3 - ღვინის ფილტრი, 20X20, საკუთარი ტუმბოს გარეშე. დაახლოებით 1 ტონა/საათში წარმადობით. საგარანტიო პერიოდი არანაკლებ 12 თვისა. საფილტრი საშუალებების ყიდვა შესაძლებელი უნდა იყოს ადგილობრივად. სასურველია სათადარიგო ნაწილების და ტექნიკური მომსახურების საქართველოში არსებობა.
  • ლოტი 4 - ყურძნის საწური კლერტსაცლელით, დურდოს ტუმბოიანი, რეზინის საწური კბილანებით, უჟანგავი მეტალის ჩასაყრელი „ძაბრით“. საგარანტიო პერიოდი არანაკლებ 12 თვისა. სასურველია სათადარიგო ნაწილების და ტექნიკური მომსახურების საქართველოში არსებობა.
  • ლოტი 5 - ღვინის ტუმბო, 2 ან მეტსიჩქარიანი, 10-20 ტონა/საათში წარმადობის. საგარანტიო პერიოდი არანაკლებ 12 თვისა.

ტენდერის ჩაბარების პირობები

პირველი ეტაპისთვის აპლიკანტებმა საკუთარი შეთავაზებები უნდა წარადგინონ 2018 წლის 15 მარტამდე ელ. ფოსტაზე casreliwine@gmail.com . შეთავაზება უნდა მოიცავდეს დანადგარის შესახებ ტექნიკურ ინფორმაციას (მათ შორის ლოტში მოთხოვნილს) და მის ფასს.

მეორე ეტაპზე მოხდება პირველ ეტაპზე შერჩეულ აპლიკანტებთან შეხვედრა და დამატებითი ინფორმაციის და ალტერნატიული ვარიანტების განხილვა/დაზუსტება.
ტენდერში გამარჯვებულ(ებ)ის გამოვლენა მოხდება 2018 წლის 31 მარტამდე.

საკონტაქტო ინფორმაცია:
მიშა 577 119101
ვაჟა 599 986368
ელ. ფოსტა: casreliwine@gmail.com 

ტენდერის კატეგორია:

  • 16400000 შესაწამლი მანქანები სოფლის მეურნეობის ან მებაღჩეობისათვის
  • 16600000 სპეციალიზებული სასოფლო-სამეურნეო ან სატყეო დანიშნულების მანქანა-დანადგარები
  • 43200000 მიწის სათხრელი და სახაპავი მანქანები და მათი (მათთან დაკავშირებული) ნაწილები