ჩაბარების ვადა:

19 მარტი 2018, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T3582 - ტენდერი დასუფთავების მომსახურებაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

სააქციო საზოგადოება „მინა“ გიწვევთ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად და გაცნობებთ რომ: მზადაა შეისყიდოს ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან „დასუფთავების“ მომსახურება ქვემოთ ჩამოთვლილი პირობების თანახმად მომავალი ერთი წლის განმავლობაში.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განცხადებები მიიღება: 2018 წლის 19 მარტის ჩათვლით
ტენდერში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი შემოთვაზება დალუქული კონვერტით ს.ს.“მინას“ სათო ოფისში, მცხეთის რაიონი სოფ.ქსანში.

განაცხადების მიღება ხორციელდება ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით 10 საათიდან 17საათამდე;
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია შესასრულებელი სამუშაოების ადგილზე დათვალიერება.

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები

  • კომპანიის დასახელება, სამართლებრივი ფორმა
  • კომპანიის რეკვიზიტები, ელ.ფოსტა, ტელ.ნომერი;
  • უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
  • ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ არ მიმდინარეობს მისი რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა სასამართლოდან, რომ მის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება;
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • ცნობა საჯარო რეესტრიდან , რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ ან და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა;
  • ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ;
  • კომპანიის კლიენტების სია და სარეკომენდაციო წერილები;
    ტენდერის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ერთეული: სატენდერო კომისია
    საკონტაქტო პერსონა: მარინა ზუბაშვილი
    ტელეფონი: +995 32 2 44 99 81
    ან სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საკონტაქტო პერსონა : AALAVERDASHVIlI@sisecam.com 

მინიმალური მოთხოვნები

  • წარმოდგენილი პირობები, ფასები უნდა მოქმედებდეს 2019 წლის 15 მარტამდე და არ უნდა ექვემდებარებოდეს გადახედვას;
  • წარმოდგენილი ფასები უნდა იქნეს მითითებული ეროვნულ ვალუტაში დ.ღ.გ-ს გარეშე; 

ს.ს. ,,მინა“ უფლებას იტოვებს მიიღოს სატენდერო წინადადება სრულად ან ნაწილობრივ. 
ს.ს. ,,მინა“ გამოავლენს გამარჯვებულს ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით;

  • მშენებლობის და რემონტის შემდეგ კომპანიის სათავსოების კომპლექსური დასუფთავება/დალაგება – საჭიროებისამებრ.
  • შეკიდული და მეტალო–პლასტმასის ჭერების ქიმიური წმენდა – სამ თვეში ერთხელ
  • საოფისე ფართებში განთავსებული ავეჯის, ინვენტარის, მოწყობილობების და სხვადასხვა ზედაპირების წმენდა – ყოველდღიურად.
  • კიბის უჯრედების და ჰოლების წმენდა - ყოველდღიურად.
  • რამდენიმე ობიექტზე მორიგე დამლაგებლის ყოფნა.
  • ფანჯრების, ჟალუზების, ორმხრივი წმენდა – ყოველთვიურად.
  • საოფისე სხვადასხვა სახის მყარი იატაკის (მარმარილო, გრანიტი, მეტლახი, პარკეტი, ლინოლეუმი, მოზაიკა, „მასტერ-ფეიტი“) მორეცხვა ან მოპრიალება – ყოველდღიურად.
  • შეღებილი ფასადების დაბინძურებული ადგილების ქიმიური წმენდა –წარმოქნისთანავე.
  • საყოფაცხოვრებო ნარჩენების მიტანა ურნებამდე – ყოველდღიურად.
  • კომპანიის საოფისე ფართების დასუფთავება - ყოველდღიურად, ტექნიკური ფართის დასუფთავება - კვირაში 2-3ჯერ, ეზოს დასუფთავება - კვირაში ერთხელ.
  • სველი წერტილების სპეციალური ხსნარებით დეზინფიცირება – დღეში ორჯერ.
  • სველი წერტილების უზრუნველყოფა ქაღალდების დასამაგრებელი მოწყობილობებით – საჭიროებისამებრ.
  • კომპანიის სველი წერტილების მაღალი ხარისხის სახარჯი მასალებით (ხელსაწმენდი ქაღალდი, საპონი, ტუალეტის ქაღალდი) პერიოდული უზრუნველყოფა საკმარისი რაოდენობით – ყოველდღიურად.
  • მომსახურე პერსონალის უნიფორმით უზრუნველყოფა – საჭიროებისამებრ.
  • დამკვეთის მიერ აღმოჩენილი ხარვეზების გამოსწორება კონტრაქტორის ხარჯებით და ძალებით – საჭიროებისამებრ.
  • კომპანიის 2 ცვლაში, 24 საათიან რეჟიმში მომუშავე სამსახურების უზრუნველყოფა ორცვლიანი მომსახურებით შაბათ–კვირის ჩათვლით – სისტემატურად.
  • კომპანიის ობიექტების შიდა ეზოებში დაგროვილი სხვადასხვა სახის ნარჩენების გატანა ნაგავსაყრელზე კონტრაქტორის ტრანსპორტით და მუშებით – საჭიროებისამებრ.

ტენდერის კატეგორია:

  • 90600000 ქალაქის ან სოფლის ზონების დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება, ასევე მათთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება