ჩაბარების ვადა:

9 მარტი 2018, 12:00

სტატუსი:

დასრულებული

T3583 - ტენდერი გეოდეზიური სამუშაოების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს მომსახურების კერძოდ, გეოდეზიური სამუშაოების შესყიდვაზე #02/03-GIEC-TOPO-18

მომსახურების აღწერა:

  • ტოპოგეოდეზიური გეგმის გადაღება ნიშნული ▼331.25 - ▼323.40 არეალში.
  • შესასრულებელი სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. რუსთავი IX ენერგობლოკის კაშხალი;
  • გადასაღები ტერიტორიის დაახლოებითი ფართობი S = 30 ჰა.

შესასრულებელი სამუშაოების მოკლე აღწერა:

  • ტოპოგრაფიული გეგმის გადაღება დასაპროექტებელი „ჰესისათვის“ UTM WGS 84 კორსის სისტემაში.
  • კაშხალის და ჰესის შენობის ადგილებში ყოველ 5 მეტრის ინტერვალით ჭრილებზე ლითოლოგიური აღწერის დატანით.
  • ტოპოგრაფიულ გეგმაზე დატანილი უნდა იყოს ყველა კომუნიკაცია, როგორიცაა: გაზის და წყლის მილსადენები, ეგხ - ები, სატელეფონო და ბოჭკოვანი სადენები.
  • ტოპოგრაფიული გეგმა მიბმული უნდა იყოს არსებულ ჰიდროტექნიკურ ნაგებობასთან(კაშხალი - ხიდი).
  • გეოდეზიური რუკების გრძივი და განივი ჭრილების მომზადება (განივი ჭრილები ყოველ 10მ ინტერვალით).

შენიშვნა: შემსრულებელი, სამუშაოს ჩაბარების შემდგომ, როდესაც ჩამოყალიბდება ასაშენებელი ჰესის და მთლიანად მის შემადგენლობაში არსებული ჰიდროტექნიკური ნაბებობების საბოლოო კონცეფცია, ვალდებულია დამკვეთს მოუმზადოს SHAPE ფაილები (ასევე დამატებითი ჭრილები - თუ ამის აუცილებლობა იქნება).

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • კომერციულ-ტექნიკური წინადადება წარმოდგენილი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • სამუშაოების შესრულების ვადები;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
    - შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ.
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის იურიდიული და საბანკო რეკვიზიტები.

ტენდერის ჩაბარების პირობები

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას აუცილებლად დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე. v_maisuradze@giec.ge  ; 551 11 22 22.
  • საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: ლერი ჭიპაშვილი, საკონტაქტო ნომერი: 599 88 11 66.

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 09.03.2018, 12:00 სთ.

ტენდერის კატეგორია:

  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები
  • 71400000 მომსახურება ურბანული დაგეგმარებისა და ლანდშაფტური არქიტექტურის სფეროში