Tenders.ge
ლიბერთი ბანკი

ტენდერი მცირე სარემონტო სამუშაოების ჩატარებაზე


ტენდერი
ჩაბარების ვადა:
დრო: 17:00
სტატუსი: დასრულებული

ტენდერის აღწერილობა:

სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს კომპანიების შერჩევას სათაო ოფისში, ფილიალებსა და სერვის ცენტრებში მცირე სარემონტო სამუშაოების ჩატარებისთვის.

2018 წლის განმავლობაში „ლიბერთი ბანკს“ დაგეგმილი აქვს სათაო ოფისში, სერვის ცენტრებსა და ფილიალებში სხვადასხვა სახის მცირე სარემონტო სამუშაოების ჩატარება. ფილიალები და სერვის ცენტრები განლაგებულია როგორც თბილისში, ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით.
ტენდერში შერჩეული კომპანიები მონაწილეობას მიიღებენ ბანკის მიერ გამოცხადებული მცირე ბიუჯეტიანი სარემონტო სამუშაოების შესარჩევ კონკურსში;

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარადგინონ:

  • კომპანიის მიმოხილვა (განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ სამი წელიწადია დაფუძნებული), ყველა დამფუძნებლის და მფლობელის შესახებ ინფორმაციის მითითებით;
  • კომპანიის მიერ შესრულებული პროექტების ჩამონათვალი, ბიუჯეტი, მოცულობები, ფოტომასალა. მინიმუმ სამი პროექტი;
  • კომპანიის 2016-2017 წლების ფინანსური ბრუნვა (თანხა არანაკლენ 100 000 ლარის ოდენობით). დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს საბანკო
  • ამონაწერის სახით, პასუხისგებელი პირის ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებული.
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • ბოლო ორი წლის განმავლობაში შესრულებულ სამუშაოებზე, დამკვეთი ორგანიზაციებისგან სარეკომენდაციო წერილები (დედანი);
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;

გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება, რომ განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.

შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 16 მარტი 2018 წ. 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი,ი. ჭავჭავაძის #74, (0162) სს”ლიბერთი ბანკი”.

გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ დალუქული კონვერტით და გარედან კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • სატენდერო კომიტეტი, სს „ლიბერთი ბანკი“ (კომპანიების შერჩევა მცირე სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად)

საკონტაქტო პირი: შორენა თავაძე მობ: 595901200; ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@libertybank.ge 

დაინტერესებული პირები, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ჩვენს ვებ გვერდს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
https://www.libertybank.ge/ge/Tenders?n=114048&w=1 

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები