ჩაბარების ვადა:

14 მარტი 2018, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T3586 - ტენდერი პრობლემური აქტივების მართვაზე საქართველოს მასშტაბით

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. შემოთავაზებების წარმოდგენის განახლებული ვადაა 14.03.2018 (18:00-მდე)

ტენდერის აღწერილობა:

პალიტრა ჯგუფი აცხადებს ტენდერს პრობლემური აქტივების მართვაზე საქართველოს მასშტაბით.

პალიტრა ჯგუფი მასში შემავალი კომპანიებისთვის ეძებს კონტრაქტორ პირს მომსახურების მიღების მიზნით, რომლის ფარგლებშიც მოხდება პრობლემური აქტივების მართვის მომსახურების გაწევა, ამ მიზნით შერჩეულ საუკეთესო პირობების მქონდე კანდიდატთან გაფორმდება შესაბამისი მომსახურების ხელშეკრულება.

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • ტენდერის ძირითადი მოთხოვნები;
  • სააპლიკაციო ფორმა;

დაინტერესებულმა პირებმა ელექტრონული ფორმით უნდა წარადგინონ:

  • ფასები სატენდერო მოთხოვნის შესაბამისად (იხ. თანდართული ფაილი);
    ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ..);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა (იხ. თანდართული ფაილი);

გთხოვთ, შეტყობინებაში მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ. ფოსტა);
  • ტენდერის დასახელება;
  • გთხოვთ , სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: a.samsonia@palitra.ge

ტენდერის ჩაბარების პირობები:

შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა: 14.03.2018 (18:00-მდე).

ტენდერთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიმართოთ:
ანა სამსონია
იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი
ტელ.: 0322 387444 309
E-mail: a.samsonia@palitra.ge

ლაშა დევდარიანი
ფინანსური დირექტორი
ტელ.: 0322 387444 320
E-mail: l.devdariani@palitra.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 79100000 იურიდიული მომსახურებები