Tenders.ge
Millennium Challenge Account – Georgia

2018 წლის ფაზის სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა


ტენდერი
ჩაბარების ვადა:
დრო: 15:00
სტატუსი: დასრულებული

ტენდერის აღწერილობა:

2013 წლის 26 ივლისს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა (“Millennium Challenge Corporation- MCC”) და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა მეორე კომპაქტს (the “Compact”) დაახლოებით 140,000,000,00 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების მეშვეობით. კომპაქტი და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ათასწლეულის გამოწვევის კორპირაციისა (www.mcc.gov) და ათასწლელულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს ვებგ ვერდებზე www.mcageorgia.ge .

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო გთავაზობთ წარმოადგინოთ თქვენი სატენდერო წინადადებები 2018 წლის ფაზის სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვასთან დაკავშირებით:

1. IFB#PP12/GEP/CW/CB/29
LOT #1 – ბაღდათის #2 და ქუთაისის #13 საჯარო სკოლები.
LOT #2 – ვანის #2 და ქუთაისის #33 საჯარო სკოლები

2. IFB#PP12/GEP/CW/CB/30
LOT #1 –ძიმითის და ნიგვზიანის საჯარო სკოლები
LOT #2 – ინგირის #2, ზუგდიდის #4 და კირცხის საჯარო სკოლები
LOT #3 – ქობულეთის #2 და ლეღვას საჯარო სკოლები

3. IFB#PP12/GEP/CW/CB/31
LOT #1 – თერჯოლის #2 და ჭიათურის # 1 საჯარო სკოლები
LOT #2 – ქუთაისის #30 და ქუთაისის # 32 საჯარო სკოლები

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო ახორციელებს შესყიდვებს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ დადგენილი შესყიდვების პროცედურებით რომელიც შესაძლებელია ნახოთ შესაბამის ვებგვერდზე https://www.mcc.gov/pages/business/guidelines. კონტრაქტორი შეირჩევა კონკურენტული/ღია ტენდერის პროცედურების დაცვით.

გაერთიანებული წინასატენდერო შეხვედრა გაიმართება ორჯერ: 2018 წლის 16 მარტს დილის 11:00 საათზე საქართველოს დროით (GMT+4) და 2018 წლის 23 მარტს დილის 11:00 საათზე საქართველოს დროით (GMT+4) შემდეგ მისამართზე:

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
მერაბ კოსტავას ქუჩა 5, მე-4-ე სართული, საკონფერენციო ოთახი
თბილისი 0108, საქართველო

დასწრება რეკომენდირებულია ყველა დაინტერესებული კომპანიისათვის, მაგრამ არ არის სავალდებულო.

ტენდერის ჩაბარების პირობები

სატენდერო წინადადებები უნდა მოიტანოთ არაუგვიანეს 3:00 საათისა, საქართველოს დროით (GMT+4) 2018 წლის 3 აპრილს შემდეგ მისამართზე:
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
მ. კოსტავას 5, მე-4 სართული, საკონფერენციო დარბაზი (შენობა ლიფტის გარეშეა)
თბილისი, საქართველო 0108

სატენდერო დოკუმენტაცია გაიხსნება იგივე დროს, 2018 წლის 3 აპრილს 3:00 საათზე მონაწილე კომპანიების და სხვა მსურველების თანდასწრებით.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
მ. კოსტავას 5, მე-4 სართული, საკონფერენციო დარბაზი
თბილისი, საქართველო 0108

ამ დროის გასვლის შემდეგ მოტანილი სატენდერო დოკუმენტაცია არ მიიღება და გაუხსნელად დაუბრუნდება გამომგზავნ კომპანიას ტენდერში გამარჯვებული კომპანიასთან ხელშეკრულების დადების შემდეგ. მონაწილეებმა დოკუმენტაციის გამოგზავნის შემთხვევაში, უნდა გაითვალისწინონ შესაძლო დაბრკოლებები რაც კურიერული მომსახურების დროს შესაძლებელია წარმოიშვას.

დაინტერესებულმა კომპანიებმა რეგისტრაციისათვის უნდა დააფიქსირონ ინტერესი ქვემოთ მოცემულ მისამართზე მათი ფირმის შესახებ დეტალების (ფირმის სახელი, მისამართი, საკონტაქტო პირი, ელექტრონული მისამართი, ტელეფონი) მითითებით.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველო
დიმიტრი ქემოკლიძე
შესყიდვების დირექტორი
Email: procurement@mcageorgia.ge;
Cc: KTateshvili@mcageorgia.ge;

ტენდერის კატეგორია:

  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები