ჩაბარების ვადა:

9 მარტი 2018, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T3594 - ტენდერი გირაოში დარჩენილი ძვირფასეულობის გადაცემა/გაყიდვაზე (თბილისი)

ტენდერის აღწერილობა: 

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს გირაოში დარჩენილი ძვირფასეულობის გადაცემა/გაყიდვაზე (თბილისი).

დამატებითი მოთხოვნები:

  • წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს;
  • ფასი განისაზღვრება ძვირფასეულობის გადაცემის დღის 12 საათზე ლონდონის ბირჟაზე დაფიქსირებულ ძვირფასი ლითონების ფასს მინუს X %-ით;
  • ძვირფასეულობის ფასი განისაზღვრება მხარეებს შორის წინასწარ შეთანხმებული ბმულის www.kitco.com მიხედვით;
  • ბანკის მიერ განიხილება მხოლოდ ის პრეტენდენტი, რომლის მიერ წარდგენილი ძვირფასეულობის მოცემულ ბმულზე დაფიქსირბულ ფასს და პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ შესასყიდ ფასს შორის პროცენტული სხვაობა უმცირესია.
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას სარეალიზაციო ძვირფასეულობა გადაეცემა სინჯების და წონის მიხედვით ჯართის სახით (აფინაჟის გარეშე);
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას სარეალიზაციო ძვირფასეულობა გადაეცემა საშუალოდ თვეში 2-ჯერ, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით;
  • გამარჯვებული კომპანიის მიერ, მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული, ნასყიდობის საგნის თანხის გადახდა უნდა განხორციელდეს წინასწარ.
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან სახელშეკრულებო ვადა განისაზღვრება 1 წლის პერიოდით;

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2018 წლის 1 მარტიდან 2018 წლის 9 მარტამდე;
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელი იყოს რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე www.tenders.bog.ge ;
  • აირჩიოს ტენდერი და პროდუქტი No1-ის გასწვრივ მიუთითოს შემოთავაზებული პროცენტული სხვაობა (% სიმბოლოს გარეშე);
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;

წარმოსადგენი დოკუმენტაცია

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ლიცენზია შესაბამისი საქმიანობის შესახებ;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), რეკომენდაციები;
  • სერთიფიკატები;
  • ამონაწერი იურიდიული პირის ბოლო 6 თვის ფინანსური ბრუნვის შესახებ;
  • ინფორმაცია საკრედიტო დავალიანების არ არსებობის შესახებ.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ: egurgenidze@bog.ge; tenders@bog.ge.

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2018 წლის 9 მარტი, 17:00 საათი. 

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=864&lang=geo

ტენდერის კატეგორია:

  • 14500000 სამთო მრეწველობასა და კარიერის დამუშავებასთან დაკავშირებული პროდუქტები

დოკუმენტაცია