Tenders.ge
შ.პ.ს. სან პეტროლიუმ ჯორჯია

ტენდერი ნავთობ სადენის მიწისქვეშა კოლექტორის გამაგრების შესყიდვაზე


ტენდერი
ჩაბარების ვადა:
დრო: 13:00
სტატუსი: დასრულებული

ტენდერის აღწერილობა: 

შპს ,,სან პეტროლიუმ ჯორჯია’’ აცხადებს ტენდერს ნავთობ სადენის მიწისქვეშა კოლექტორის გამაგრების შესყიდვაზე.

მისამართი: ქ. თბილისი, შეშელიძის ქ. 38

თანდართულ ფაილებში იხილეთ პროექტი.

დაინტერესებული პირები უნდა მიბრძანდნენ ადგილზე სიტუაციის უკეთ შესასწავლად.

კომპანია იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • შემოთავაზებული მომსახურების ღირებულება ეროვნულ ვალუტაში დღგ-ს ჩათვლით;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ ბოლო 5 (ხუთი) წლის განვალბაში.

გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები)
  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში მისამართზე: ქ.თბილისი, ი.ჯავჯავაძის N34 (პიქსელის შენობა) 6 სართული გალფის სათაო ოფისი, კონვერტს გარედან უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. საკონტაკტო პირი, სოსო ქარსელაძე შესყიდვების სამსახურის უფროსი 577 00 49 49 ელ. ფოსტა s.karseladze@gulf-ge.com

დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2018 წლის 23 მარტი 13:00 საათამდე.

ტენდერის კატეგორია:

  • 76600000 მილსადენების დათვალიერება/ინსპექტირება
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 76200000 პროფესიონალური მომსახურებები ნავთობმრეწველობისათვის