ჩაბარების ვადა:

17 აპრილი 2014, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T36 - დაწვიმებით რწყვის სისტემის მოწყობა

ტენდერის აღწერილობა:

"მერსი ქორფსი" არის ჰუმანიტარული და განვითარების საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს პროგრამებს მსოფლიოს 38-ზე მეტ ქვეყანაში. მისი სათაო ოფისები განლაგებულია აშშ-ში, ორეგონის შტატში, ქ. პორტლანდში და დიდ ბრიტანეთში, შოტლანდიაში, ქ. ედინბურგში. ორგანიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: http://www.mercycorps.org

საქართველოში "მერსი ქორფსმა" უკვე განახორციელა არაერთი პროექტი, დაფინანსებული სხვადასხვა საერთაშორისო დონორის მიერ, როგორიცაა: USAID, BP, KfW, ევროკავშირი, იაპონიის საელჩო. ამჟამად "მერსი ქორფსი" ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ გარემოსდაცვით პროგრამას "ადგილობრივი შესაძლებლობების გაზრდა და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავება კლიმატის ცვლილებასთან ადაპტირებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის მიზნით საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში". ასევე, მიმდინარეობს შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტები სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლის რეგიონში.

ტენდერის საგანი: დაწვიმებითი რწყვის სისტემა

"მერსი ქორფსი" იწვევს ყველა დაინტერესებულ რეგისტრირებულ კომპანიებს და პირებს, მიიღოს მონაწილეობა დაწვიმებითი რწყვის სისტემის დასამონტაჟებლად გამოცხადებულ ტენდერში.

სისტემა უნდა დამონტაჟდეს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში, ათ სხვადასხვა განცალკევებულ, მაგრამ ერთმანეთის გვერდით მყოფ ფართობზე გაშენებული განსხვავებული კულტურის მოსარწყავად. ნაკვეთების სპეციფიკაცია და პარამეტრები შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგს:

  • დაწვიმებითი რწყვის სისტემის, ტრანსპორტირების და მონტაჟის ფასს. ღირებულება მითითებული უნდა იყოს დღგ-ს გარეშე, ეროვნულ ვალუტაში
  • სამუშაოს შესრულების ბოლო ვადა
  • კომპანიის სარეგისტრაციო მოწმობის ასლი
  • კომპანიის უფლებამოსილი პირის პირადობის მოწმობის ასლი
  • საბანკო რეკვიზიტები
ტენდერის ჩაბარების პირობები:

წინადადების შემოტანა - შემდეგ მისამართზე: გ. გეგეჭკორის 6, საბურთალო, თბილისი, საქართველო. დალუქული, ბეჭდიანი და ხელმოწერილი კონვერტით, რომელზეც მკაფიოდაა მითითებული კომპანიის დასახელება.

სატენდერო დოკუმენტაციის შემოტანის ბოლო ვადაა 2014 წლის 17 აპრილი, 15:00 საათი.

შენიშვნა: "მერსი ქორფსი" არ აანაზღაურებს სატენდერო წინადადების მომზადებაზე დახარჯულ თანხას.

საკონტაქტო პირი: სანდრო ჯანგირაშვილი, შესყიდვების და ლოჯისტიკის ოფიცერი

ajangirashvili@mercycorps.ge
ტელ: (995 32) 2252471

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ