Tenders.ge
ტერაბანკი

ტენდერი საკანცელარიო საქონლის შესყიდვაზე


ტენდერი
ჩაბარების ვადა:
დრო: 18:00
სტატუსი: დასრულებული

ტენდერის აღწერილობა:

სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს საკანცელარიო საქონლის შესყიდვაზე (1 წლის ვადით).

მომსახურების სახე:

საკანცელარიო საქონლის (იხ. თანდართული ფაილი) შესყიდვა მოხდება თვეში ერთხელ, თბილისის მასშტაბით და ორ თვეში ერთხელ რეგიონებში, ყოველი თვის 15-დან 20 რიცხვამდე.

მოწოდების პირობა:

თბილისის მასშტაბით მოწოდება უნდა მოხდეს შეკვეთის მიცემიდან არაუგვიანეს მომდევნო 3 სამუშაო დღის მანძილზე, ხოლო რეგიონებში არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა;

ტენდერი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე შეირჩევა საუკეთესო ფასის მქონე ერთი კომპანია, მეორე ეტაპზე მოხდება ნიმუშების წარმოდგენა და განხილვა.

თანდართულ დოკუმენტებში იხილეთ:

  • საკანცელარიო საქონლის ჩამონათვალი და წლიური საპროგნოზო რაოდენობები;
  • ფილიალებისა და სერვის ცენტრების ჩამონათვალი;
  • შეთანხმება კონფიდენციალურობაზე (იხ. თანდართული ფაილი); 

სატენდერო დოკუმენტების განხილვის შედეგად სატენდერო კომისია შეარჩევს კომპანიას, რომელიც შემოგვთავაზებს საუკეთესო ფასს, ხარისხს და მომსახურების პირობებს, რომელთანაც გაფორმდება ერთწლიანი გენერალური ხელშეკრულება პროდუქციის მოწოდებაზე.

სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას და ინფორმაციას:

  • ფასთა ნუსხა, როგორც ერთეულის ასევე ჯამური საპროგნოზო რაოდენობის გათვალისწინებით. (შევსებული თანდართული ფაილის შესაბამისად), ფასები უნდა მოიცავდეს დღგ-ს და ტრანსპორტირებას (ფილიალებში და სერვის ცენტრებში ადგილზე მიტანას);
  • კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი
  • მინიმუმ სამი ორიგინალი სარეკომენდაციო წერილი;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების შესახებ;
  • საბანკო ამონაწერი ან ცნობა საბ. ანგარიშზე ბრუნვების შესახებ (ბოლო 6 თვის);
  • შეთანხმება კონფიდენციალურობაზე (იხ. თანდართული ფაილი); 

ტენდერში მონაწილე კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

  • შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 3 წელი;

აუცილებელი პირობა:

  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ბანკი ანგარიშწორებას აწარმოებს მხოლოდ სს „ტერაბანკში“ გახსნილ საბანკო ანგარიშზე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო განაცხადი სს „ტერაბანკს“ ეგზავნება დალუქული კონვერტით შემდეგ მისამართზე: თბილისი 0103, წმ ქეთავან დედოფლის გამზ. 3

გთხოვთ კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი მონაცემები:

  • კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, მობ.ნომერი/ტელეფონი, ელ-ფოსტა; მისამართი);
  • ტენდერის დასახელება – „ტენდერი საკანცელარიო ნივთების მომწოდებლის შერჩევაზე”;
  • ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე; 

სატენდერო განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის, 19 მარტი (18:00 საათამდე). ტექნიკური საკითხების შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ბექა გოგორიშვილს ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: beka.gogorishvili@terabank.ge ან ტელეფონზე 255 00 00 (შიდა 3233), ხოლო ტენდერის პროცედურების, ვადების და მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის შესახებ დაუკავშირდით გიორგი იმერლიშვილს ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: george.imerlishvili@terabank.ge ან ტელეფონზე 255 00 00 (შიდა 2009)

შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოხოვნილი დოკუმენტაცია.

ტენდერის კატეგორია:

  • 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები
  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა