ჩაბარების ვადა:

15 აპრილი 2018, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T3659 - ტენდერი კვებით მომსახურეობაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი - შ.პ.ს. კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი აცხადებს ტენდერს ინსტიტუტის ფართში კვებითი მომსახურეობის უზრუნველყოფაზე.

ტენდერი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველი ეტაპი - მომსახურე კომპანიების შერჩევა წარმოდგენილი წერილობითი შეთავაზების მიხედვით და მეორე ეტაპი - დეგუსტაცია.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა:

  • მომზადდეს წარსადგენი შეთავაზება (პრეზენტაცია1). კაფეტერიის მართვის კონცეფციისა და მიდგომების შესახებ ( სერვისი, პერსონალის რაოდენობა და ა.შ.). დეტალური შემოთავაზება უნდა მოიცავდეს ვადებს, თუ რა ვადაში შეუძლია კომპანიას ოპერირების დაწყება.
  • მენიუ (ოთხი კვირის მაგალითზე, ფასებით)
  • ყავის კუთხის მენიუ ფასებით 2 (აქ წარმოდგენილი უნდა იყოს აპარატის ყავის თითქმის ყველა ძირითადი ვარიანტის და ჩაის ფასები პორციების მიხედვით)

წარსადგენი დოკუმენტაცია

  • საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
  • კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
  • სარეკომენდაციო წერილები

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2018 წლის 23 მარტიდან 2018 წლის 15 აპრილამდე
  • ტენდერის ჩაბარების ფორმა: გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი შეთავაზება (პრეზენტაცია) შემდეგ ელ-ფოსტაზე : anri.chkhaidze@toduaclinic.ge 
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 6 თვიანი საგამოცდო ხელშეკრულება.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში.

ტენდერის კატეგორია:

  • 55300000 რესტორნებისა და კვების საწარმოების მომსახურეობები
  • 55500000 სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების მომსახურება