ჩაბარების ვადა:

17 აპრილი 2018, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T3674 - ტენდერი 2018 წლის ფაზის სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

2013 წლის 26 ივლისს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა (“Millennium Challenge Corporation- MCC”) და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა მეორე კომპაქტს (the “Compact”) დაახლოებით 140,000,000,00 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების მეშვეობით. კომპაქტი და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისა (www.mcc.gov) და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს ვებ გვერდებზე www.mcageorgia.ge  .

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო გთავაზობთ წარმოადგინოთ თქვენი სატენდერო წინადადებები 2018 წლის ფაზის სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვასთან დაკავშირებით:

IFB#PP12/GEP/CW/CB/28 -ლოტი#1 – დარჩელის#1, ზუგდიდის #8 და ზუგდიდის #10 საჯარო სკოლები, ლოტი #2 – ლაითურის და ბათუმის #18 საჯარო სკოლები;

აღნიშნული სამუშაოების სავარაუდო ღირებულებაა დაახლოებით:

  • ლოტი#1 – დარჩელის#1, ზუგდიდის #8 და ზუგდიდის #10 საჯარო სკოლები - 903,000 აშშ დოლარი დღგ-ს გარეშე;
  • ლოტი #2 – ლაითურის და ბათუმის #18 საჯარო სკოლები - 1,067,000 აშშ დოლარი დღგ-ს გარეშე;

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო ახორციელებს შესყიდვებს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ დადგენილი შესყიდვების პროცედურებით რომელიც შესაძლებელია ნახოთ შესაბამის ვებგვერდზე https://www.mcc.gov/resources/doc/program-procurement-guidelines .

კონტრაქტორი შეირჩევა კონკურენტული/ღია ტენდერის პროცედურების დაცვით.

წინასატენდერო შეხვედრა გაიმართება: 2018 წლის 3 აპრილს დილის 11:00 საათზე საქართველოს დროით (GMT+4) .
შემდეგ მისამართზე:
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
მერაბ კოსტავას ქუჩა 5, მე-4-ე სართული, საკონფერენციო ოთახი
თბილისი 0108, საქართველო

დასწრება რეკომენდირებულია ყველა დაინტერესებული კომპანიისათვის, მაგრამ არ არის სავალდებულო.
სატენდერო წინადადებები უნდა მოიტანოთ არაუგვიანეს 15:00 საათისა, საქართველოს დროით (GMT+4) 2018 წლის 17 აპრილს შემდეგ მისამართზე:
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
მ. კოსტავას 5, მე-4 სართული, საკონფერენციო დარბაზი (შენობა ლიფტის გარეშეა)
თბილისი, საქართველო 0108

სატენდერო დოკუმენტაცია გაიხსნება იგივე დროს, 2018 წლის 17 აპრილს 15:00 საათზე მონაწილე კომპანიების და სხვა მსურველების თანდასწრებით.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
მ. კოსტავას 5, მე-4 სართული, საკონფერენციო დარბაზი
თბილისი, საქართველო 0108

ამ დროის გასვლის შემდეგ მოტანილი სატენდერო დოკუმენტაცია არ მიიღება და გაუხსნელად დაუბრუნდება გამომგზავნ კომპანიას ტენდერში გამარჯვებული კომპანიასთან ხელშეკრულების დადების შემდეგ. მონაწილეებმა დოკუმენტაციის გამოგზავნის შემთხვევაში, უნდა გაითვალისწინონ შესაძლო დაბრკოლებები რაც კურიერული მომსახურების დროს შესაძლებელია წარმოიშვას.

დაინტერესებულმა კომპანიებმა რეგისტრაციისათვის უნდა დააფიქსირონ ინტერესი ქვემოთ მოცემულ მისამართზე მათი ფირმის შესახებ დეტალების (ფირმის სახელი, მისამართი, საკონტაქტო პირი, ელექტრონული მისამართი, ტელეფონი) მითითებით.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველო
დიმიტრი ქემოკლიძე
შესყიდვების დირექტორი
Email: procurement@mcageorgia.ge
rgobejishvili@mcageorgia.ge 

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები