ჩაბარების ვადა:

20 აპრილი 2018, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T3676 - ტენდერი SCADA-ს სისტემის დანერგვაზე ჰიდროელექტროსადგურებზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს მომსახურების შესყიდვაზე: SCADA-ს სისტემის დანერგვა ჰიდროელექტროსადგურებზე #22/03-GIEC-SCADA-18

მომსახურების აღწერა:

ამ ეტაპისთვის გათვალისწინებულია სამეთვალყურეო კონტროლისა და მონაცემთა მოპოვების სისტემის (SCADA) დანერგვა შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“-ს კუთვნილ 3 (სამი) ჰიდროელექტროსადგურზე, კერძოდ:

  • ბჟუჟა ჰესი - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. გომი;
  • რაჭა ჰესი - ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფ. სადმელი;
  • რიცეულა ჰესი - ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფ. სადმელი.

პროექტის განხორციელების საორიენტაციო ვადები:

  • პროექტირების ეტაპი: 2018 წლის პირველი მაისიდან 30 ივლისის ჩათვლით;
  • სამუშაოების წარმოების ეტაპი: 2018 წლის 15 ივლისიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით.

დართულ ფაილებში, გთხოვთ, იხილოთ:

  • ტექნიკური დავალება ქართულ ენაზე;
  • ტექნიკური დავალება რუსულ ენაზე.

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • დეტალური კომერციულ-ტექნიკური წინადადება თითოეული ჰიდროელექტროსადგურისთვის. წინადადება უნდა შეიცავდეს:
  • დეტალურ ხარჯთაღრიცხვას თითოეული ჰიდროელექტროსადგურისთვის;
  • დეტალურად გაწერილ სამუშაოების შესრულების გრაფიკს თითოეული ჰიდროელექტროსადგურისთვის;
  • სამუშაოების შესრულების გრაფიკთან მიბმულ გადახდის პირობებს;
  • შემოთავაზებული გადაწყვეტილების დეტალურად გაწერილი ტექნიკური დეტალები (შემოთავაზებული პროდუქციის მწარმოებელი, მოდელი, წარმოშობის ქვეყანა, დეტალური ტექნიკური პარამეტრები). გადაწყვეტილების დეტალური აღწერა
  • მონტაჟისა და გაშვების შემდგომ პერსონალის გადამზადების ღირებულება კაც/საათებში;
  • დეტალურად გაწერილი საგარანტიო ვადები და პირობები;
  • გარანტიის შემდგომი სერვისის განხორციელების საშუალების შემთხვევაში, წარმოდგენილი უნდა იყოს აღნიშნული სერვისის ღირებულება კაც/საათებში.

ინფორმაცია კომპანიის კვალიფიკაციის შესახებ:

  • კომპანიის მოკლე პრეზენტაცია;
  • ინფორმაცია ანალოგიური ან/და მსგავსი პროექტების განხორციელების შესახებ საქართველოში ან საზღვარგარეთ;
  • ინფორმაცია ამ პროექტში ჩართული პიროვნებების კვალიფიკაციის შესახებ.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენებზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას აუცილებლად დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 (GIG PLAZA) საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე. v_maisuradze@giec.ge  ; 551 11 22 22.
  • საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: ილია კამკამიძე, საკონტაქტო ნომერი: 598 76 07 96.

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 20.04.2018, 17:00 სთ.

ტენდერის კატეგორია:

  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები
  • 71400000 მომსახურება ურბანული დაგეგმარებისა და ლანდშაფტური არქიტექტურის სფეროში
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 51100000 ელექტროდა მექანიკური მოწყობილობების მონტაჟი