ჩაბარების ვადა:

30 მარტი 2018, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T3678 - ტენდერი ავტოგასამართი სადგურის ბრენდირებაზე

ტენდერის აღწერილობა:

კომპანია "ფრეგო" წარმატებით ახორციელებს საწვავის იმპორტს საქართველოში სხვადასხვა ქვეყნებიდან. კომპანია „ფრეგო“-ს მიზანია: შექმნას საქართველოს ბაზარზე მძლავრი ქსელი, რომელიც მოწინავე პოზიციებს დაიმკვიდრებს მომხმარებლის მსყიდველობით გადაწყვეტილებაში, რაც განპირობებული იქნება ფასის, ხარისხისა და მომსახურების უპირატესობით კონკურენტებთან. ორაგნიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.frego.ge

კომპანია „ფრეგო“-ს აცხადებს ტენდერშს ავტოგასამართი სადგურის ბრენდირებასთან დაკავშირებით: ავტოგასამართი სადგურები მდებარეობს შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი,დიდი ლილო ს/კ 81.08.17.679

სატენდერო პირობები:

  • აგს-ის არსებული ქუდი და ოფისის შუბლი შეფუთულია დიბონდის მასალით. რომელზეც უნდ გადაეკვრას წითელი,თეთრი და შავი ფერის ორაკალი სამივე რენდერში მოცემული ზომების და დიზაინის შესაბამისად.
  • აგს-ის ფარდულზე (ქუდზე) უნდა დამონტაჟდეს “ფრმეგო”-ს მოცულობითი ინგლისურ- ქართული ასოები ორმაგი დიოდური ნათებით. ასოების და ლოგოს დიამეტრი მოცემულია რენდერ N1-ში.მასალა : წითელი ორგმინა ,შავი ორგმინა ,დიოდური ნათურები.
  • ოფისის შენობის შუბლზე მონტაჟდება წარწერა „ოფისი“ და „მარკეტი“ ქართულად. მასალა თეთრი ორგმინა წითელი პვხ-ს ბორტებით წითელი კონტრაჟურის ნათებით. რენდერი N1.
  • მარიგებელ სვეტებზეც უნდა გადაეკრას ეკვრება ორაკალის მასალაზე დაბეჭდილი “ფრეგო”ს ლოგო .რაოდენობა 4 ცალი. რენდერი N1.
  • მარიგებელი სვეტების თავზე არსებულ ფასმაჩვენებელზე იცვლება მარტო პროდუქტის დასახელებები (პროდუქტის დასახელებებს მოგაწვდით სამუშაოების დაწყებამდე).
  • არსებული სტელა (ელექტრო ფასმაჩვენებელი) არის დუბონდის მასალისგან შეფუთული. ფასმაჩვენებეზე იცვლება მარტო პროდუქტის დასახელებები ორივე მხარეს (წინა და უკანა მხარეს) და „ფრეგო“-ს ლოგო წარწერით. რენდერ N2 და N3-ში მოცემული პროდუქტის დასახელების ფერების და დიზაინის მიხედვით.
  • გამოსაყენებელი მასალა : წითელი და შავი ფერის ორაკალი. დიბონდი, თეთრი ,შავი და წითელი ორგმინა. დიოდური ნათება. მილკვადრატი.
  • გამოსაყენებელი შრიფტი BPG Banner QuadroSquare Caps

ტენდერის ჩაბარების პირობები:

გთხოვთ შემოგვთავაზოთ შპს „ფრეგო-ს აგს-ბის ბრენდირების განფასება დანართი N1 მიხედვით, 2018 წლის 30 მარტამდე შემდეგ ელ-ფოსტაზე: tamar@frego.ge 
ასევე გთხოვთ მოგვაწოდოთ ზემოთმოყვანილი სამუშაოების შესრულების ვადა.

საკონტაქტო პირი:
თამარ კაკაბაძე
ტელ: +995 32 2999910 (103)
მობ: +995 574 900 440
E-mail: tamar.kakabadze@frego.ge  

ტენდერის კატეგორია:

  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
  • 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები