ჩაბარების ვადა:

3 აპრილი 2018, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T3679 - ტენდერი სასაწყობე შენობებში მოპრიალებული რკინა-ბეტონის იატაკის მოწყობაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ჰუალინგის საერთაშორისო სპეციალური ეკონომიკური ზონა“ აცხადებს ტენდერს ოლიმპიური სოფლის ტერიტორიაზე სასაწყობე შენობებში მოპრიალებული რკინა- ბეტონის იატაკის მოწყობაზე

სამონტაჟო სამუშაოები განხორციელდება შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისის ზღვის მიმდებარედ, ჰუალინგ ჯგუფის ტერიტორიაზე.

სატენდერო განცხადებას დანართების სახით ერთვის:

  • ხარჯთაღრიცხვა - დანართი No1
  • გეგმა 

ტენდერის ფარგლები, შინაარსი და მოთხოვნები

  • ტენდერში მონაწილე მხარე ვალდებულია განფასება მოახდინოს დანართი N1-ში მოცემული სამუშაოების მიხედვით. სამუშაოები მოიცავს 12 სმ-იანი სისქის რკ.ბეტონის ფენის მოწყობას გამამკვრივებელი ფხვნილით;
  • სამუშაოთა გადაცემის ტიპი: ტენდერში მონაწილე მხარეს ევალება საკუთარი მუშახელის, მასალებისა და მანქანა-დანადგარების-მექანიზმების მეშვეობით განახორციელოს სამუშაოები.
  • ტენდერში მონაწილე მხარე ვალდებულია გათვალისწინებული სამუშაოების შესაბამისად მოახდინოს სამუშაოების ღირებულების დაანგარიშება 1 კვ.მ-ზე და განფასების მოწოდება. განფასებაში გათვალისწინებული უნდა იყოს სამუშაოების წარმოებისათვის საჭირო ყველა სამშენებლო ხარჯი.
  • ანგარიშსწორების წესი: ავანსის გარეშე, სამუშაოების გეგმა გრაფიკით გათვალისწინებული ეტაპების მიხედვით განხორციელდება შუალედური ანგარიშსწორება, სამუშაოების დასრულების, შემოწმება- მიღების და საბოლოო დაანგარიშების შემდეგ სატენდერო მხარე ტენდერში მონაწილე მხარეს აუნაზღაურებს მთლიანი ღირებულების 95%-მდე, ხოლო დარჩენილი 5%-ი წარმოადგენს ხარისხის საგარანტიო თანხას, საგარანტიო პერიოდი ერთი წელი.
  • გეგმიურად სამუშაოების დაწყების დრო : 2018 წლის 10 აპრილი, ხოლო სამუშაოების დასრულების ვადა: 2018 წლის 5 ივნისი; ჯამში 50 დღე (კალენდარული დღე).

დაინტერესებულმა კანდიდატმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია:

ხარჯთაღრიცხვა (დანართი N1). დღგ.ს ჩათვლით. (დარიცხვის გარეშე ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა არის პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველი, ხარჯთაღრიცხვა მოწოდებული უნდა იყოს თანდართული ფორმის შესაბამისად);

  • საგარანტიო პირობები;
  • საგარანტიო ვადები;
  • სამუშაოების შესრულების ვადა, გრაფიკი;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

ტენდერში მონაწილეობისთვის დაინტერესებულმა კანდიდატებმა 2018 წლის 3 აპრილს 18:00 სთ–მდე უნდა წარმოადგინონ დალუქულ კონვერტში შემდეგი საბუთები, მისამართზე: ქ.თბილისის ზღვის მიმდებარედ (ნაკვეთი 16/014), სავაჭრო ცენტრის მე-5 სართული, ჰუალინგ ჯგუფის ადმინისტრაციული ოფისი.

  • პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • საბანკო რეკვიზიტები (ბანკის მიერ გაცემული ბეჭდიანი ცნობის სახით);
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან პირის რეგისტრაციის შესახებ;
  • ბოლო სამი წლის განმავლობაში შესრულებული ანალოგიური სამუშაოს სია და მათგან არანაკლებ ორი დამკვეთი პირის რეკომენდაცია;
  • ცნობა არის თუ არა კომპანია სახელმწიფო შესყიდვების მიერ გამოწვეყნებყლ შავი სიაში;
  • ცნობა საგადასახადო დავალიანებასთან დაკავშირებით;
  • ცნობა მიმდინარეობს თუ არა გამოძიება ფინანსურ დანაშაულებათა მიმართ;
  • კომპანიის დირექტორის ნასამართლეობის ცნობა;
  • ხარჯთაღრიცხვის(დანართი N1) დაბეჭდილი. 

შენიშვნა: ცნობების მომზადებისთვის არასაკმარისი ვადის შემთხვევაში შესაძლებელია დოკუმენტაციის მოწოდება სატენდერო ვადის დასრულების შემდეგ.

წარმოდგენილი დოკუმენტაცია ხელმოწერილ უნდა იქნას პრეტენდენტის შესაბამისად უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ.

სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო წინადადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასების კრიტერიუმები არის შემდეგი:

  • ხარისხი;
  • ღირებულება;
  • სამუშაოების შესრულების ვადა;
  • ანალოგიურ სფეროში არსებული გამოცდილება;

სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.

შენიშვნა: ტენდერი ტარდება "განცხადების პრინციპით", რომელიც არ ითვალისწინებს ვაჭრობის ეტაპს. შესაბამისად, პრეტედენტ(ებ)ის მიერ სატენდერო განცხადებაში უნდა მიეთითოს მათ მიერ მოწოდებული საქონლის საბოლოო ღირებულება.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ტენდერის დასრულების შემდეგ პრეტედენტი ვერ შეძლებს ტენდერის ფარგლებში დაფიქსირებული საქონლის ღირებულების შემცირებას.

ტენდერთან დაკავშირებულ საკითხებზე დამატებითი ინფორმაციის მიღება ან/და დაზუსტება შესაძლებელია შემდეგ საკონტაქტო პირთან - გეორგია გოგია 593 64 68 64 g.gogia@hualing.ge ;
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ადგილზე ობიექტის დათვალიერება

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები