ჩაბარების ვადა:

4 აპრილი 2018, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T3695 - ტენდერი რაჭა-რიცეულა ჰეს-ების განთავსების არეალში ბიომრავალფეროვნების შესწავლაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს მომსახურების კერძოდ, რაჭა-რიცეულა ჰეს-ების განთავსების არეალში ბიომრავალფეროვნების შესწავლაზე #28/03-GIEC-BIO-18.

მომსახურების აღწერა:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ მფლობელობაში არსებული ჰიდროელექტროსადგურებისა („რაჭა ჰეს“-ი, „რიცეულა ჰეს“-ი) და ხედეთურის კაშხლის განთავსების არეალში სეზონური ბიომრავალფეროვნების კვლევა, შეფასება 2018 წლის განმავლობაში (მისამართი: ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი სადმელი).

დართულ ფაილში, გთხოვთ, იხილოთ:

  • შესასრულებელი სამუშაოების ტექნიკური დავალება

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • კომერციული წინადადება წარმოდგენილი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ტექნიკური წინადადება;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
    - შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ.
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის იურიდიული და საბანკო რეკვიზიტები.

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას აუცილებლად დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე. v_maisuradze@giec.ge  ; 551 11 22 22.
  • საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: ვალტერ ლომჯარია, საკონტაქტო ნომერი: 591 91 65 65.

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 04.04.2018, 17:00 სთ.

ტენდერის კატეგორია:

  • 79300000 ბაზრის კვლევა და ეკონომიკური კვლევა; გამოკითხვები და სტატისტიკა
  • 73200000 კვლევასა და განვითარებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები
  • 73300000 კვლევისა და განვითარების დაპროექტება და განხორციელება