ჩაბარების ვადა:

30 მარტი 2018, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T3697 - ფასთა გამოკითხვა ხის მოჭრაზე

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

შპს ,,აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია“ ქ.თბილისის მერიის შესაბამისი ნებართვის საფუძველზე, აცხადებს ფასთა გამოკითხვას ცხრა ერთეული ხის მოჭრაზე.

შესყიდვის ობიექტის დახასიათება:

  • შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს დაბა წყნეთში მდებარე 9 (ცხრა) ერთეული ხმელი/ხმობადი ხის მოჭრა-გატანა.

სამუშაოების ჩატარების ადგილმდებარეობა:

  • ქ. თბილისი, დაბა წყნეთი, სააგარაკე კომპლექსი დავით აღმაშენებლის ქუჩა

კომპანია იწვევს დაინტერესებულ პირებს ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ღირებულების შესახებ;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • სამუშაოს შესრულების ვადები;
  • პრეტენდენტის იურიდიული სახელწოდება, საკონტაქტო ინფორმაცია.
  • ინფორმაცია კომპანიის გამოცდილების შესახებ.

ფასთა გამოკითხვის ჩაბარების პირობები:

წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით, დალუქულ კონვერტში, მისამართზე: ქ.თბილისი, კოსტავას ქ. N70; კონვერტს გარედან უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ფასთა გამოკითხვის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2018 წლის 30 მარტის 18:00 სთ-მდე

შედეგები ცნობილი იქნება 2018 წლის 2 აპრილს

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: tamar.japhiashvili@amadco.ge  ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომერზე: საკონტაქტო პირი: თამარ ჯაფიაშვილი +995 322 22 65 33 (19)

ტენდერის კატეგორია:

  • 77200000 სატყეო მეურნეობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 98300000 სხვადასხვა მომსახურება