ჩაბარების ვადა:

26 აპრილი 2018, 12:00

სტატუსი:

დასრულებული

T3707 - ტენდერი ჰიდროელექტრო სადგურის საპროექტო სამუშაოების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს მომსახურების კერძოდ, ჰიდროელექტრო სადგურის საპროექტო სამუშაოების შესყიდვაზე #29/03-GIEC-DD-18.

მომსახურების აღწერა:

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. გომში დაგეგმილი 5 მეგავატიანი ჰიდროელექტრო სადგურის ბჟუჟა 2-ის მუშა პროექტის მომზადება.

საპროექტო ჰესის ტექნიკური პარამეტრები: დაწნევა H=90 მ, წყლის ხარჯი Q=7 მ3/სთ.

შენიშვნა: მომზადებულ პროექტს თან უნდა ახლდეს სამუშაოების მოცულობები და ხარჯთაღრიცხვა.
ტოპოგეგმას, მილსადენის ღერძს, SHAPE ფაილებს, გრძივ და განივ კვეთებს უზრუნველყოფს დამკვეთი.

დაინტერესებული პირების მიერ ინტერესის გამოხატვა უნდა მოხდეს ელ.ფოსტის მეშვეობით მისამართზე: v_maisuradze@gig.ge  , რის შემდგომაც პრეტენდენტთან გაფორმდება კონფიდენციალობის შეთანხმება და კომპანიას გადაეცემა შემდგომი მასალები CD დისკის მეშვეობით:

  • გენგეგმა;
  • ტოპოგრაფია;
  • ადგილმდებარეობა და პარამეტრების განმარტებები;
  • ჰიდროლოგიური და მეტეოროლოგიური კვლევები;
  • ქსელთან მიერთება და გადამცემი ხაზი;
  • საინჟინრო-გეოლოგიური კვლევები.

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • კომერციულ-ტექნიკური წინადადება წარმოდგენილი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • სამუშაოების შესრულების ვადები;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
    - შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ.
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის იურიდიული და საბანკო რეკვიზიტები.

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას აუცილებლად დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე. v_maisuradze@giec.ge  ; 551 11 22 22.
  • საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: ლერი ჭიპაშვილი, საკონტაქტო ნომერი: 599 88 11 66.

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 26.04.2018, 12:00 სთ.

ტენდერის კატეგორია:

  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები