Tenders.ge
ფრეგო

ტენდერი ავტოგასამართი სადგურის ბრენდირებაზე


ტენდერი
ჩაბარების ვადა:
დრო: 18:00
სტატუსი: დასრულებული

ტენდერის აღწერილობა:

კომპანია "ფრეგო" წარმატებით ახორციელებს საწვავის იმპორტს საქართველოში სხვადასხვა ქვეყნებიდან. კომპანია „ფრეგო“-ს მიზანია: შექმნას საქართველოს ბაზარზე მძლავრი ქსელი, რომელიც მოწინავე პოზიციებს დაიმკვიდრებს მომხმარებლის მსყიდველობით გადაწყვეტილებაში, რაც განპირობებული იქნება ფასის, ხარისხისა და მომსახურების უპირატესობით კონკურენტებთან. ორაგნიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.frego.ge

კომპანია „ფრეგო“-ს აცხადებს ტენდერშს ავტოგასამართი სადგურის ბრენდირებასთან დაკავშირებით: მისამართი: ქალაქი თბილისი , რუსთავის გზატკეცილზე, ქარხანა 'ელექტროავტომატი'-ს მიმდებარედ. ს/კ 01.18.10.003.008

სატენდერო პირობები:

  • არსებულ სამკუთხედ კონსტრუქციაზე (წინა ზედა მხარეს) უნდა გადაეკრას თეთრი ფერის ორაკალი და ზედ დამონტაჟდეს მოცულობითი ლოგო და ქართულ ინგლისური მოცულობითი ასოები რენდერი N1-ში მოცემული ზომებისა და და დიზაინის მიხედვით. რენდერი N 2 არის თვალსაჩინოებისთვის სამუშაოების დამთავრების შემდეგ ზომების და მოთხოვნის გარეშე. რენდერი N 3 არის არსებული სიტუაცია.
  • ოფისის ქუდზე უნდა გადაეკრას ორაკალის წითელი, თეთრი და შავი მასალა რენდერი N1 -ში მოცემული ზომებისა და და დიზაინის მიხედვით.
  • ოფისის ქუდზე უნდა დამონტაჟდეს წარწერა „ოფისი“ .მასალა: თეთრი ორგმინა წითელი პვხ-ს ბორტებით, წითელი კონტრაჟურის ნათებით. ზომა მოცემულია რენდერი N 1 ში
  • არსებული სტელა (ფასმაჩვენებელი )არის 3 პროდუქტიანი, ცალმხრივი, მექანიკური-რენდერი N 4. ფასმაჩვენებელზე უნდა შეიცვალოს პროდუქტის დასახელებები და მთლიანი ვიზუალი. ფრეგო-ს ლოგო და სლოგანი უნდა დამზადდეს ორაკალის მასალისგან. რენდერი N4-ს მიხედვით. სტელას უკანა მხარეს და გვერდებზე უნდა გადაეკვრას წითელი ფერის ორაკალი - რენდერი N 5. ამ რენდერში ჩანს ერთი გვერდი, მაგრამ დავალებაში მოთხოვნილია მეორე გვერდიც. აუცილებელი მოთხოვნაა ადგილზე მისვლა და ზომების გადამოწმება .
  • მარიგებელ სვეტებზე ორივე მხრიდან ეკვრება თეთრი ორაკალი და ზედ ფრეგოს ლოგო წითელი და შავი ორაკალის მასალისგან დამზადებული, D 25 სმ. გაწვდით სტიკერების სამუშაო ფაილებს.
  • გამოსაყენებელი მასალა : წითელი და შავი ფერის ორაკალი. თეთრი ,შავი და წითელი ორგმინა. (ოფისის, მოცულობითი ლოგოს და ასოებისთვის) დიოდური ნათება. მილკვადრატი.
  • გამოსაყენებელი შრიფტი BPG Banner QuadroSquare Caps (მოცულობითი ასოებისთვის) და პროდუქტის დასახელებისთვის: 

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

გთხოვთ შემოგვთავაზოთ შპს „ფრეგო-ს აგს-ბის ბრენდირების განფასება დანართი N1 მიხედვით, 2018 წლის 04 აპრილის ჩათვლით შემდეგ ელ-ფოსტაზე: tamar@frego.ge 

ასევე გთხოვთ მოგვაწოდოთ ზემოთმოყვანილი სამუშაოების შესრულების ვადა.

საკონტაქტო პირი:
თამარ კაკაბაძე
ტელ: +995 32 2999910 (103)
მობ: +995 574 900 440
E-mail: tamar.kakabadze@frego.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები