ჩაბარების ვადა:

12 აპრილი 2018, 12:00

სტატუსი:

დასრულებული

T3713 - ტენდერი ორგანიზაციული კვლევის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი აცხადებს ტენდერს მომსახურების: ორგანიზაციული კვლევის შესყიდვის თაობაზე 02/04-GIG-S/OB-18

მომსახურების აღწერა:

  • კვლევის მიზანი:
    - თანამშრომელთა კმაყოფილების ხარისხი დადგენა;
    - თანამშრომელთა სამუშაო ჩართულობის ხარისხის დადგენა;
  • კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობა - 600-მდე თანამშრომელი;
  • კვლევის არეალი - თბილისი - გარდაბანი;
  • პროექტის განხორციელების პერიოდი - 2018 წლის 25 აპრილიდან 25 მაისის ჩათვლით.
  • პროექტის დასასრულს კომპანიამ უნდა წარმოადგინოს:
    - მონაცემთა ელექტრონული ბაზა (SPSS-იდან ექსპორტირებული excel-ში).
    - თვისობრივი/რაოდენობრივი კვლევის ანგარიში (Word და PPT ფორმატში).

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • შევსებული საკვალიფიკაციო ფორმა დანართი N1-ის სახით;
  • ინფორმაცია კვლევითი კომპანიის გამოცდილების და სტატუსის შესახებ, მათ შორის მოღვაწეობის პერიოდი და არეალი, მუდმივი და დროებითი თანამშრომლების რაოდენობა, საერთაშორისო კვლევითი ქსელის წევრობა, სერთიფიკატების ფლობა და ა.შ.
  • ინფორმაცია განხორციელებული პროექტებისა და კლიენტების შესახებ.
  • მინიმუმ 1 სარეკომენდაციო წერილი (სასურველია 2).
  • ინფორმაცია კვლევაში მონაწილე პირების გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესახებ (პროექტის მენეჯერი, ანალიტიკოსი და ა.შ.);
  • ინფორმაცია კვლევის ჩატარების მეთოდოლოგიაზე:
    - კვლევის ჩატარების მეთოდიკის აღწერა და დასაბუთება;
    - ანალიტიკური მოდელის (მონაცემთა დამუშავების მეთოდიკის) აღწერა;
  • ინფორმაცია კვლევის განხორციელების ღირებულების შესახებ, გაწეული ყველა დანახარჯისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით ეროვნულ ვალუტაში.

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@gig.ge ; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22
  • კვლევასთან დაკავშირებული საკითხებისთვის განსახილველად: თინათინ ჯაფარიძე. საკონტაქტო ნომერი: 577 74 01 20;

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 12 აპრილი, 12:00 საათი.

ტენდერის კატეგორია:

  • 73200000 კვლევასა და განვითარებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები
  • 73300000 კვლევისა და განვითარების დაპროექტება და განხორციელება
  • 79300000 ბაზრის კვლევა და ეკონომიკური კვლევა; გამოკითხვები და სტატისტიკა