Tenders.ge
მინა

ტენდერი საქართველოში მზა პროდუქციის გადაზიდვაზე


ტენდერი
ჩაბარების ვადა:
დრო: 18:00
სტატუსი: დასრულებული

ტენდერის აღწერილობა:

ს.ს. "მინა" აცხადებს ტენდერს საქართველოში მზა პროდუქციის გადაზიდვის შესახებ.

დეტალური ინფორმაცია მიმართულებების შესახებ, გთხოვთ იხილოთ დანართში.

ტენდერში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, მოგვაწოდეთ თქვენი შემოთავაზება დალუქული კონვერტით, 2018 წლის 10 აპრილის ჩათვლით ს.ს.“მინა“-ს სათაო ოფისში (მცხეთის რ-ნი, სოფ.ქსანი); უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და დამოწმებული ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში);

გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ ტენდერის სახელწოდება და გამომგზავნის დასახელება;

წინადადებას უნდა დაერთოს:
წინადადების წარმდგენი კომპანიის ზოგადი ინფორმაცია

  • კომპანიის დასახელება / საიდენტიფიკაციო კოდი
  • იურიდიული მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, ინტერნეტ მის/ ელ.ფოსტა
  • კომპანიის სამართლებრივი ფორმა
  • კომპანიის ძირითადი პროფილი / მომსახურებები
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ბოლო 10 დღის ვადით

შემოთავაზება- განფასება შევსებული დანართი (excel-ის ფაილი);
გაითვალისწინეთ, მხოლოდ გამარჯვებულ კომპანიას ეცნობა ტენდერის შედეგი, ელ.ფოსტის მეშვეობით.

გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 1 წლიანი ხელშეკრულება.
განიხილება მხოლოდ 10 აპრილის ჩათვლით შემოსული წინადადებები, რომელთაც სრულად აქვთ წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ : AALAVERDASHVILI@sisecam.com;
ან დაგვიკავშირდით
995 32 244 99 87 - დავით სებისკვერაძე

ტენდერის კატეგორია:

  • 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები
  • 63100000 ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები
სატენდერო დოკუმენტაცია