ჩაბარების ვადა:

20 აპრილი 2018, 00:00

სტატუსი:

დასრულებული

T3720 - ტენდერი ლიფტისა და სამონტაჟო სამუშაოების შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

ი/მ დავითი კოსტავა ს/კ 60001001133 (ქ.ქუთაისის, ჭავჭავაძის გამზ. №67 ბ) აცხადებს ტენდერს: ლიფტის და სამონტაჟო სამუშაოების შესყიდვის შესახებ.

ტექნიკური მოთხოვნები

  • ტექნიკური მოთხოვნები განსაზღვრულია სატენდერო განცხადების დანართით N1;

წარმოსადგენი დოკუმენტაცია

  • კომპანიის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონები, პასუხისმგებელი პირისb პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; 
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა, გამოცდილება, კლიენტების სია ბოლო 3 წლის განმავლობაში. ამასთან, უპირატესობა მიენიჭება იმ პრეტენდენტებს, რომელთაც აქვთ ანალოგიური საქონლის მიწოდების და მონტაჟის გამოცდილება);
  • შევსებული დანართი N2;
  • შევსებული და შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი აფიდავიტი (დანართი№3.);
  • შევსებული და შესაბამისი უფლებამოსილი პიროვნების მიერ ხელმოწერილი შეთანხმება კონფიდენციალურობაზე (დანართი N4).

საქონლის მიწოდება და მონტაჟი უნდა განხორციელდეს აღნიშნულ სფეროში საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა სრული დაცვით.

იმ შემთხვევაში, თუკი საქონლის და მომსახურების მიწოდება/სამუშაოთა შესრულება იგეგმება ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მეშვეობით, დაინტერესებული კანდიდატ(ებ)ის მიერ ასევე წარმოდგენილ უნდა იქნას ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შესახებ მონაცემები, ზემოაღნიშნული საბუთების სახით.

პრეტენდენტი პასუხისმგებელია დამკვეთის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც შერჩევის პროცესის მსვლელობის, ასევე მისი დასრულების შემდეგ მიუხედავად ტენდერის შედეგებისა.

ტენდერში გამარჯვებულ პირს, ხელშეკრულების გაფორმებამდე 3 (სამი) კალენდარული დღით ადრე, ხოლო გაფორმებიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში, მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენის ვალდებულება (ამასთან, მოცემული დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია, გამარჯვებული პრეტენდენტი გამოაცხადოს დისკვალიფიცირებულად და უარი თქვას შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებაზე/შეყვეტილად ჩაითვლება გაფორმებული ხელშეკრულება):

  • შემსყიდველისსათვის მისაღები ბანკიდან/სადაზღვევო კომპანიიდან გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარმოდგენა მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების 10%–ის ოდენობით, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებითა და ვადაში.
  • ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, შემსყიდველისათვის მისაღები ბანკიდან / სადაზღვევო კომპანიიდან გარანტიის წარმოდგენა–საავანსო თანხის ღირებულების ოდენობით.
  • განახლებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან კომპანიის რეგისტრაციის შესახებ და საბანკო რეკვიზიტები დადასტურებული შესაბამისი ბანკის ბეჭდით; 
  • ინფორმაცია რეორგანიზაცია /ლიკვიდაციის შესახებ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის.
  • ცნობა სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს მის მიმართ გადახდის უუნარობის საქმის წარმოება.
  • გადამხდელის სტატუსი - გადამხდელიან "შეღავათების მქონე გადამხდელი"; 
  • ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების არ არსებობის შესახებ; 

კანდიდატებს შეიძლება მოეთხოვოთ სხვა დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენის ვალდებულება, რაზეც ეცნობებათ დამატებით და განესაზღვრებათ შესაბამისი ვადა. წინამდებარე განცხადებაში აღნიშნულ ვადებში ამავე განცხადებით განსაზღვრული დოკუმენტაციის წარუდგენლობა შეიძლება გახდეს ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის ან გაფორმებული ხელშეკრულების ცალმხრივად, დაუყოვნებელი შეწყვეტის საფუძველი.

სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო წინადადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის ზოგადი შეფასების კრიტერიუმები პრიორიტეტულობის მიხედვით არის შემდეგი:

  • ხარისხი
  • ღირებულება
  • ღირებულების გადახდის ვადა
  • საქონლის მოწოდების/სამუშაოების შესრულების ვადა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა სატენდერო წინადადება თანდართულ მოთხოვნილ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა გამოაგზანოთ შემდეგი ელ-ფოსტის მეშვეობით: iberiagroup@yahoo.com , გვერდები აუცილებლად უნდა დაინომროს და დამოწმდეს კომპანიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ. დოკუმენტაცია პრეტენდენტისთვის დაბრუნებას არ ექვემდებარება.

სატენდერო წინადადებების თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად მიღება დაიწყება 2018 წლის 4 აპრილის 12:00 საათიდან.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადებების თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად მიღება დასრულდება 2018 წლის 20 აპრილის 24:00 საათზე.

ტენდერთან დაკავშირებულ საკითხებზე დამატებითი ინფორმაციის მიღება, ინფორმაციის დაზუსტება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: ქ.ქუთაისი, ილ.ჭავჭავაძის გამზ. №67ბ, საკონტაქტო პირი - დიომიდე ფხაკაძე ტელ:574952200; მაგდა არაბიძე 595385050; დავითი კოსტავა 596111180 ელ. ფოსტა: iberiagroup@yahoo.com 

შენიშვნა: 
სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.

წინამდებარე ტენდერის საფუძველზე პრეტედენტ(ებ)ის მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განხილული და დამუშავებული იქნება მხოლოდ წინამდებარე ტენდერის ფარგლებში. ამასთან, წინამდებარე სატენდერო განცხადების საფუძველზებ პრეტედენტ(ებ)ის მიერ სატენდერო წინადადების (შესაბამისი დოკუმენტაციისა და მათ შორის პერსონალური მონაცემების) წარმოდგენა ადასტურებს პრეტედენტ(ებ)ის თანხმობას აღნიშნული პერსონა ლური მონაცემების დამუშავების თაობაზე.

ტენდერის კატეგორია:

  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 42400000 ამწე და გადასაზიდი მოწყობილობები და მათი ნაწილები