Tenders.ge
Tenders.ge

ტენდერი სამი სამეცნიერო წიგნის დაბეჭდვაზე


ტენდერი
ჩაბარების ვადა:
დრო: 18:00
სტატუსი: დასრულებული

ტენდერის აღწერილობა:

Tenders.ge - პარტნიორი კომპანიისთვის აცხადებს ტენდერს სამი სამეცნიერო წიგნის დაბეჭდვაზე.

შესასრულებელი სამუშაო ჩამონათვალი:

  • სამი წიგნის დაკაბადონება;
  • სამი წიგნის ყდის დიზაინის შექმნა და ბეჭდვა;
  • სამი წიგნის ბეჭდვა

დასაბეჭდი წიგნების მახასიათებლები:
თითოეული წიგნისთვის თხელი ყდა, ქაღალდი - პრიალა, ცარცის; სისქე- 300 გრ; ლამინირება გლუვი. კინძვა: ძაფსაკერით შეკერილი, დამრგვალებული ყუით და თერმული;

გვერდების რაოდენობა და ტირაჟი:

  • ერთ წიგნში 250 გვერდი, ტირაჟი 500 ცალი
  • მეორე წიგნში - 240 გვერდი, ტირაჟი 300 ცალი
  • მესამე წიგნში- 170 გვერდი, ტირაჟი 300 ცალი
  •  ყველა წიგნის ფორმატი A5.

სამივე წიგნის შიგთავსი - ყვითელი, მსუბუქად ცარცირებული, წონა - 70 გრ. ორმხრივად ნაბეჭდი;

  •  ერთ წიგნში - 30 შავ-თეთრი ჩანართი, მათგან ზოგიერთი მსუბუქად ცარცირებულ ქაღალდზე, ქაღალდის წონა - 115 გრ.
  • ერთ წიგნში - 50 გვერდი შავ-თეთრი ჩანართი, მათგან ზოგიერთი მსუბუქად ცარცირებულ ქაღალდზე, ქაღალდის წონა - 115 გრ.
  • ერთ წიგნში - 50 გვერდი შავ-თეთრი ჩანართი, მათგან ზოგიერთი მსუბუქად ცარცირებულ ქაღალდზე, ქაღალდის წონა - 115 გრ.

ვადები: დამკვეთისაგან წიგნის კომპიუტერულად აწყობილი ელექტრონული ვერსიის ჩაბარება - 23 აპრილი.
შემსრულებლისაგან დაბეჭდილი წიგნების ჩაბარების ვადა - 30 აპრილი.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი შემოთავაზება არა უგვიანეს 2018 წლის 16 აპრილის 18:00 სთ-ისა, შემდეგ ელ. ფოსტაზე: proposals@tenders.ge 

დაგვიანებით შემოსული შემოთავაზებები არ განიხილება.
შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: proposals@tenders.ge 

საკვალიფიკაციო მონაცემები:

  • ტენდერში მონაწილე პრეტენდენტებმა უნდა გამოგზანონო მითითებულ ელმისამართებზე ბეჭედდასმული, ხელმოწერილი, სკანირებული ცნობები:

იურიდიული პირებისათვის:

  • ცნობა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან რომ არ ხორციელდება იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან იურიდიული პირის ქონებაზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ.
  • რეკვიზიტები (მისამართები, როგორც იურიდიული ასევე ფიზიკური, ფაქტიური, ელექტრონული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები და სხვა)

ანგარიშსწორების პირობები: ავანსი არაუმეტეს 30%

  • ფასების ცხრილის ელექტრონული ვერსია
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უფლებამოსილი პირის მიერ

სატენდერო წინადადების ფასი:

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადების ფასი უნდა შეიცავდეს საქონლის მოწოდებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯსა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.

სატენდერო წინადადებების წარდგენის წესი, ვადა, ადგილი და ენა:
შემსყიდველ ორგანიზაციაში პრეტენდენტების მიერ საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაციის და სატენდერო წინადადების ელექტრონულად წარდგენის ვადაა განცხადების გამოქვეყნების დღიდან 2018 წლის 16 აპრილის 18:00 სთ-ისა, საკვალიფიკაციო მონაცემები და სატენდერო წინადადება უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე და გამოიგზავნოს შემდეგ ელმისმართზე: proposals@tenders.ge 

დასაშვებია პრეტენდენტის მიერ ელექტრონულად გამოგზავნილი სატენდერო წინადადება სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკურ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში დაზუსტდეს, შეივსოს, ან წარდგენილ იქნას სატენდერო განცხადებაში მოთხოვნილი საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია სატენდერო წინადადების არსის შეუცვლელად, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში სატენდერო წინადადება არ დაიშვება შეფასებაზე.

ტენდერის ჩატარების წესი და პირობები:

  • სატენდერო კომისია განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტის შეფასებას და შერჩევას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
  • ტენდერის შედეგად გამოვლინდება გამარჯვებული, რომელთანაც დაიდება ხელშეკრულება.

ალტერნატიული სატენდერო წინადადებების შესახებ:
დაუშვებელია ალტერნატიული სატენდერო წინადადების წარმოდგენა.

ტენდერის კატეგორია:

  • 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
სატენდერო დოკუმენტაცია