Tenders.ge
ნეოგაზი

ტენდერი ბუნებრივი გაზის აღრიცხვის კვანძების პროექტირება/მოწყობაზე


ტენდერი
ჩაბარების ვადა:
დრო: 12:00
სტატუსი: დასრულებული

ტენდერის აღწერილობა:

შპს “ნეოგაზი” აცხადებს ტენდერს მომსახურების: ბუნებრივი გაზის აღრიცხვის კვანძების პროექტირება მოწყობაზე 10/04-NEO-S/REGUN-18

ტენდერი იყოფა ორ ლოტად:

ლოტი N1: აღრიცხვის კვანძების მოწყობა:

  • ბუნებრივი გაზის აღრიცხვის კვანძების პროექტირება და ადგილის შერჩევა;
  • ბუნებრივი გაზის აღრიცხვის კვანძებში მრიცხველის და კორექტორის მონტაჟი
  • აღრიცხვის კვანძების გაშვების სამუშაოები;
  • ტექნიკური პერსონალის სწავლება;

ლოტი N2: პროგრამული უზრუნველყოფა:

  • პროგრამული უზრუნველყოფა ელსტერის ფირმის ელექტრონული კორექტორებიდან (EK 220, EK 230; EK 260; EK 280) ინფორმაციის მისაღებად და რეპორტ აპლიკაცია ამ ინფორმაციის ვიზუალიზაციისა და სხვადასხვა ფორმატში ექსპორტისთვის.

დართულ ფაილში, გთხოვთ, იხილოთ:

  • სადგურების ჩამონათვალი და მისამართები.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ განხორციელებუილი ანალოგიური/მსგავსი სამუშაოების შესახებ;
  • კომერციული წინადადება თითოეული ლოტისათვის ცალცალკე, წარმოდგენილი საქართველოს კანონდმებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ თითოეული ლოტისათვის;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ თითოეული ლოტისათვის.

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@giec.ge ; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22
  • ტექნიკური საკითხების განსახილველად: გიორგი გიორგაძე. საკონტაქტო ნომერი: 599 97 88 18;

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 17 აპრილი, 12:00 საათი.

ტენდერის კატეგორია:

  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები