ჩაბარების ვადა:

20 აპრილი 2018, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T3741 - ტენდერი სტანდარტული და ფუმიგირებული ხის სადგამების (პალეტების) შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი აცხადებს ტენდერს პროდუქციის ტრანსპორტირებისათვის საჭირო სტანდარტული და ფუმიგირებული ხის სადგამების (პალეტების) შესყიდვის მიზნით.

  • ხის სადგამების (პალეტების) ნახაზი, ზომები და სპეციფიკაცია მოცემულია დანართში;
  • მოწოდების ადგილი: ქ. ბორჯომი, თორის 39;
  • ხელშეკრულების ხანგრძლივობა: დაახლოებით ერთი წელი, შემდგომი გაგრძელების შესაძლებლობით;
  • შესასყიდი საჭირო სტანდარტული ხის სადგამების (პალეტების) დაახლოებითი ყოველთვიური რაოდენობა შეადგენს 4000 ცალს;
  • შესასყიდი საჭირო ფუმიგირებული ხის სადგამების (პალეტების) დაახლოებითი ყოველთვიური რაოდენობა შეადგენს 1000 ცალს;
  • გადახდის პირობა: თითოეული პარტიის მოწოდებიდან 5 სამუშაო დღე;
  • საქონლის მოწოდების ვადა: შეკვეთიდან 5 სამუშაო დღე.

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი წინადადება დალუქული კონვერტით კომპანიის ბლანკზე მითითებულ საფოსტო მისამართზე (თბილისი 0102, აღმაშენებლის გამზ. #80) 2018 წლის 20 აპრილამდე.

გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებია:

  • ფასი;
  • საქონლის მონაცემების შესაბამისობა სპეციფიკაციასთან;
  • შეკვეთის მიღებიდან საქონლის მოწოდების ვადა;
  • ანგარიშსწორების პირობები.

კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შემდეგ კოკა მგელაძეს kmgeladze@borjomi.com 

ტენდერის კატეგორია:

  • 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები
  • 44400000 სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მათთან დაკავშირებული საგნები