Tenders.ge
CENN

ტენდერი არალეგალური ნაგავსაყრელების დახურვაზე


ტენდერი
ჩაბარების ვადა:
დრო: 18:00
სტატუსი: დასრულებული
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

პროგრამა ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში, ფაზა II აცხადებს ტენდერს არალეგალური ნაგავსაყრელების დახურვის სამუშაოებზე ხულოს მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში: ირემაძეები და ტაბახმელა.

პროგრამის შესახებ:
ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში, ფაზა II (WMTR II), USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამაა, რომელსაც CENN ახორციელებს 2017 წლის მარტიდან. პროგრამა ხელს უწყობს საქართველოს მთავრობას ნარჩენების მართვის სექტორის მოდერნიზებაში და მხარს უჭერს მდგრად განვითარებასა და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას, უზრუნველყოფს ნარჩენების ისეთ მართვას, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს ნარჩენების მიერ ადამიანის ჯანმრთელობასა და ბუნებრივ რესურსებზე მიყენებულ ზიანს.

WMTR II პროგრამა მუშაობს კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში, აჭარის ა.რ.–სა და ქალაქ თბილისში. პროგრამა ხელს უწყობს ინოვაციური მიდგომების დანერგვას, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას და ძლიერი თანამშრომლობის ჩამოყალიბებას რათა მიაღწიოს, შეინარჩუნოს და გააფართოოს დასახული ამოცანები და გადაჭრას მდგრადი განვითარების გამოწვევები.

 WMTR II მოიცავს ოთხ ძირითად მიმართულებას:

  • ნარჩენების ინტეგრირებული მართვის სისტემის განხორციელება
  • ნარჩენების გადამამუშავებელი კერძო სექტორის გაძლიერება
  • გარემოს დაბინძურებისათვის ჯარიმების სისტემის და ნარჩენების მართვის სატარიფო პოლიტიკის გაუმჯობესება
  • საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

ტენდერის მიზანი:

ტენდერის მიზანია ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში: ირემაძეები და ტაბახმელა არალეგალური ნაგავაყრელების დახურვა და დახურვის ფარგლებში შემდეგი სამუშაოების განხორციელება:

  • არალეგალურ ნაგავსაყრელზე არსებული ნარჩენების ხელით დამუშავება (I კატ. გრუნტის);
  • არალეგალური ნაგავსაყრელის ტერიტორიის საბოლოო, დამატებითი გაწმენდა წვრილი ფრაქციის ნარჩენებისაგან, ხელით (პ.1-ით გათვალისწინებული ნარჩენების მასის გამოტანის შემდეგ);
  • ნარჩენების გადატანა ხელის საზიდარებით, 30მ მანძილზე, ნაგავსაყრელის ფარგლებში, გროვებში განთავსებით, შემდგომი დატვირთვისათვის;
  • გროვებში განთავსებული ნარჩენების (I კატ. გრუნტი) დამუშავება და დატვირთვა ნაგავსაყრელზე ავტოთვითმცლელებზე, ექსკავატორით პნევმო-სვლაზე (ჩამჩის მოც. 0,15კუბ.მ.)

წარდგენილი ძირითადი მოთხოვნები:

  • კარგად ხილვადი ნიშნის დამონტაჟება ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მითითებული იქნება კონტრაქტორი, სამუშაოების განმახორციელებელი კომპანიის საკონტაქტო ინფორმაცია, რომლითაც დაინტერესებული პირი შეძლებს კითხვების შემთხვევაში კომპანიასთან დაკავშირებას;
  • სამუშაო ადგილზე პერსონალის უსაფრთხოების წესების დაცვა (მათ შორის სამუშაოების დაწყებამდე მუშებისათვის უსაფრთხოების ბრიფინგის ჩატარება, (მათ შორის ძირითადი წესების შესახებ, მაგ. ობიექტზე მოწევის ან ჭამის შეზღუდვა, ხელის დაბანა ან ხელის სადეზინფეციო ხსნარის გამოყენება სამუშაოს შემდეგ), ბრიფინგი მოულოდნელი ნარჩენების აღმოჩენის პროცედურების შესახებ[1], პერსონალის აღჭურვა სპეცტანსაცმლით და უსაფრთხოების დაცვის ინდივიდუალური საშუალებებით, მათ შორის ნიღბები, სათვალეები, ტყავისხელთათმანები, l კატეგორიის ტყავის ფეხსაცმელი (ფეხების დასაცავად);
  • უზრუნველყოს ნარჩენების შეგროვების დროს მწვანე ნარგავების დაზიანების პრევენცია;
  • დროებითი გადამზიდი სადგურის ბადით შემოღობვა, სამუშაოების დასრულების შემდეგ გადამზიდი სადგურისთვის მოწყობილი ტერიტორიის აღდგენა გრუნტის და ნიადაგის ზედაფენის დამუშავება-დასუფთავების გზით;
  • სატვირთო მანქანების ბრეზენტით გადახურვა მათი მოძრაობისას;
  • ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული სამუშაოების შეზღუდვა დღის სამუშაო საათებით
  • ობიექტზე შემავალი ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის არაასფალტირებულ გზებზე გადაადგილების სიჩქარის შეზღუდვა 24 კმ/სთ–მდე ;
  • გზაზე მტვრის წარმოშობის პრევენციის ხერხების გამოყენება (მაგალითად, წყლის გამოყენება, ობიექტზე წყლის მოსხურება);
  • გამოყენებული იქნეს ლიცენზირებული, დაზღვეული და ნებართვის მქონე სატრანსპორტო საშუალებები, ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად;
  • გამოყენებული იქნეს გამართული სატრანსპორტო საშუალებები. ასევე მოხდეს მათი ტექნიკური მომსახურება მწარმოებლების რეკომენდაციების შესაბამისად (ზეთების დაღვრის პრევენცია).
  • სამუშაო პროცესის მიმდინარეობის ხარისხის შეფასებისათვის ფოტო გადაღება და სამუშაოს დასრულების შემდგომ ანგარიშის წარმოდგენა;
  • სატრანსპორტო საშუალების, მათ შორის მაღალი გამავლობის ავტოთვითმცლელების და პნევმოთვლიანი ექსკავატორების (ჩამჩის მოცულობით 0,15 კუბ.მ.) არსებობა. 

სრული ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული დანართები. 

ტენდერში მონაწილეობა:

  • ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ იურიდიულ პირებს.

სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • კომპანიის დასახელება, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, საკონტაქტო პირი;
  • შესასრულებელი სამუშაოს ხარჯთაღრიცხვა (თანდართული დანართების ფორმებში);
  • სამუშაოს შესრულებისათვის საჭირო ვადა;
  • განხორციელებული პროექტების ჩამონათვალი;
  • განახლებული ამონაწერი მეწარმეთა და არასაწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს, რომ პრეტენდენტის ქონებაზე არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა და არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში. 

ტენდერის ჩაბარების პირობები:

დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადება უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე shorena.ebanoidze@cenn.org  ან წარმოადგინონ ასოციაცია CENN-ის ოფისში, მისამართზე: ქ. თბილისი, ბეთლემის ქუჩა 27, 2018 წლის 11 მაისის ჩათვლით.

არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ განიხილება.

სატენდერო განაცხადის შეფასების კრიტერიუმები იქნება:

  • მომსახურების ფასი;
  • მომსახურების დრო;
  • შესაბამისი კუთხით მუშაობის გამოცდილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კომპანიასთან.

ტენდერის კატეგორია:

  • 90600000 ქალაქის ან სოფლის ზონების დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება, ასევე მათთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 90500000 ნარჩენებსა და ნაგავთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 90700000 მომსახურებები ეკოლოგიის სფეროში