Tenders.ge
CENN

ტენდერი ბეჭდვით მომსახურებაზე


ტენდერი
ჩაბარების ვადა:
დრო: 18:00
სტატუსი: მიმდინარე

ტენდერის აღწერილობა:

CENN აცხადებს ტენდერს ბეჭდვით მომსახურებაზე.

კომპანიამ უნდა უზრუნველყოს:

  • მოთხოვნილი სპეციფიკის მიხედვით ბეჭდვა (საბეჭდი ფაილის პარამეტრები იხ. მიმაგრებულ ტექნიკურ დავალებაში)
  • შეკვეთის ტრანსპორტირება დამკვეთის მისამართზე (ქ. თბილისი, ბეთლემის ქუჩა #27)
  • სამუშაოს შესრულების შემდეგ დათქმულ ვადაში, საჭირო ფინანსური დოკუმენტაციის: ინვოისი, ჩეკი, ფაქტურა და ა.შ. წარმოდგენა;

დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ 2018 წლის 30 აპრილის ჩათვლით ასოციაცია CENN-ის ოფისში: ქ. თბილისი, ბეთლემის ქუჩა #27 ან გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: giorgi.mamporia@cenn.org 

სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • კომპანიის დასახელება, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი (სავალდებულო);
  • მომსახურების ღირებულება დღგ–ს გარეშე (სავალდებულო);
  • მომსახურების (ბეჭდვის) ხანგრძლივობა (სავალდებულო);
  • 2018 წლის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს, რომ პრეტენდენტის ქონებაზე არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა და არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში (სავალდებულო).

შემოთავაზების მოქმედების ხანგრძლივობა – 3 თვე
არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ განიხილება.

სატენდერო განაცხადი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

  • მომსახურების ფასი;
  • მომსახურების ხანგრძლივობა;
  • განაცხადების ტექნიკური შესაბამისობა;
  • შესაბამისი კუთხით მუშაობის გამოცდილება (ასევე, CENN-თან თანამშრომლობის გამოცდილება);

საკონტაქტო ინფორმაცია:
გიორგი მამფორია
ტელ: +995 32 275 19 03 / 04
მობ: +995 591 21 99 11
ელ-ფოსტა: giorgi.mamporia@cenn.org
ვებ-გვერდი: http://www.cenn.org 

ტენდერის კატეგორია:

  • 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
სატენდერო დოკუმენტაცია