Tenders.ge
პროკრედიტ ბანკი

ტენდერი Backup hardware system-ის შესყიდვაზე


ტენდერი
ჩაბარების ვადა:
დრო: 18:00
სტატუსი: მიმდინარე

ტენდერის აღწერილობა:

სს “პროკრედიტ ბანკი” მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც იურიდიულ და ფიზიკურ პირებს საბანკო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. „პროკრედიტ ბანკი“ საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებული აქვს BB რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია. „პროკრედიტ ბანკი“ საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის ნაწილია, რომელიც მსოფლიოს 3 კონტინენტზე მდებარე ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს აერთიანებს. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანქფურტი, გერმანია). პროკრედიტ ჰოლდინგსა და პროკრედიტ ჯგუფს ზედამხედველობას უწევს ფინანსური საზედამხედველო ორგანო (BaFin), რომელიც პროკრედიტ ბანკების სანდოობისა და სტაბილურობის გარანტია.

პროკრედიტ ბანკი - საქართველო აცხადებს ტენდერს: Backup hardware system 

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • სააპლიკაციო ფორმა;
  • სატენდერო მოთხოვნები;
  • სპეციფიკაცია;

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

  • ფასები სატენდერო მოთხოვნის შესაბამისად (იხ. სპეციფიკაცია );
  • ანგარიშსწორების პირობები; (იხ. სპეციფიკაცია );
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა (იხ.თანდართულ ფაილში);
  • MAF (manufacturer authorization form)
  • ადგილობრივი ტექნიკოსების კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (სერთიფიკატები)
  • CD დისკზე ან ფლეშ მეხსიერებაზე ჩაწერილი შევსებული სპეციფიკაცია
  • შემოთავაზებული პროდუქციის აღწერა ( ლინკი ან CD დისკი/ფლეშ მეხსიერება )

აღნიშნული მომსახურების კონტრაქტისთვის გამარჯვებული კომპანია ვალდებულია გახსნას ანგარიში სს “პროკრედიტ ბანკ”-ში.

გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა);
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების ქვეგანყოფილება
  • წარწერა: ”კონფიდენციალურია”;
  • გთხოვთ მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზგების გამზ. 21 და განათავსეთ ბანკის პირველ სართულზე არსებულ ტენდერების ყუთში.

ტენდერში მონაწილე კომპანია ვალდებულია, პროკრედიტ ბანკის საიტზე (www.procreditbank.ge) გაიაროს რეგისტრაცია (დაადასტუროს ტენდერში მონაწილეობის მიღება).

შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა: 8 მაისი 2018 წელი 18 საათამდე.

ტექნიკურ/ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ:
გიორგი დგებუაძე
საინფორმაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის ქვეგანყოფილების ხელმძღვანელი
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0112
ტელ.: (+99532) 2202222 (1840)
E-mail: g.dgebuadze@procreditbank.ge 

ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:

ქეთევან პატარქალაშვილი
შესყიდვების ქვეგანყოფილების უფროსი სპეციალისტი
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0112
ტელ.: (+995 32) 2202222 (1577) 
E-mail: tenders@procreditbank.ge 
k.patarkalashvili@procreditbank.ge  

ტენდერის კატეგორია:

  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები