Tenders.ge
სავალდებულო დაზღვევის ცენტრი

ტენდერი აიტი აუთსორსინგის მომსახურებაზე


ტენდერი
ჩაბარების ვადა:
დრო: 18:00
სტატუსი: მიმდინარე
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. დოკუმენტაციის წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2018 წლის 25 აპრილი, 18:00სთ.

ტენდერის აღწერილობა:

აა(ი)პ სავალდებულო დაზღვევის ცენტრი აცხადებს სატენდერო კონკურსს შემდეგი სერვისების მისაღებად:

აიტი მომსახურები

  • სერვერების ფიზიკური და სისტემური ადმინისტრირება
  • ქსელური მოწყობილობების (სვიჩები, მარშუტიზატორები, ფაირვოლები) ადმინისტრირება, მათ შორის სათაო ოფისის და ფილიალების (9 რეგიონალური ფილიალის - სარფი, ვალე, კარწახი, ნინოწმინდა, გუგუთი, სადახლო, წითელი ხიდი, ლაგოდეხი და ლარსი)
  • რელაციური მონაცემთა ბაზების(MS SQL) ადმინისტრირება
  • არარელაციური მონაცემთა ბაზების (Mongo DB) ადმინისტრირება
  • არარელაციური დანაწილებული in-memory ტიპი მონაცემთა ბაზების (Redis) ადმინისტრირება
  • ციფრული სატელეფონო სადგურის და ქოლ ცენტრის ტექნიკური ადმინისტრირება
  • სათაო ოფისში და ფილიალებში (9 რეგიონალური ფილიალის - სარფი, ვალე, კარწახი, ნინოწმინდა, გუგუთი, სადახლო, წითელი ხიდი, ლაგოდეხი და ლარსი) განთავსებული ვიდეო სამეთვალყურეო სისტემების (ვიდეო სამეთვალყურეო კამერები და მათი ჩამწერი მოწყობილობების (ანალოგური კამერები და DVR ან IP კამერები და NVR) ადმინისტრირება.

მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში.

გამოსაგზავნი მასალები
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ ერთი კვირის ვადაში მოგვაწოდოთ შემდეგი მასალები:

  • სერვისის აღწერილობა დეტალურად, ჯამური ღირებულება (2018 წლის 1 მაისიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით) და ყოველთვიური გადასახადი (ინვოისის სახით)
  • კომპანიის პორტფოლიოს შესახებ ზოგადი მონაცემები, საიდანაც შესაძლებელი იქნება კომპანიის გამოცდილების გადამოწმება.
  • აიტი აუთსორსინგის მიმართულებით თქვენი კომპანიის კონტრაქტორი კომპანიების დასახელებები, ხელშეკრულების ასლები (კონფიდენციალური მონაცემების გარეშე) და სარეკომენდაციო წერილები.
  • ჩვენს კომპანიაზე აიტი აუთსორინგის მიმართულებით სავარაუდოდ მომაგრებული სპეციალისტების სია, თანამდებობების მითითებით, მოთხოვნილი მათი სერთიფიკატების და მათივე საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლებით. 

ტენდერის ჩაბარების პირობები:

ჩამოთვლილი სატენდერო დოკუმენტაცია მოგვაწოდეთ, დალუქული კონვერტით 2018 წლის 20 აპრილის 10:00 საათიდან არა უგვიანეს 2018 წლის 25 აპრილის 18:00 საათისა, მისამართზე ქ. თბილისი, ი. მოსაშვილის ქ. 24.
ტენდერის პროცედურების და შესყიდვების მიმართულებით საკონტაქტო პირი ნიკოლოზ მინდიაშვილი, საკონტაქტო პირის ელ-ფოსტის მისამართი: nmindiasvili@tpl.ge, მობ: 591 404046

ტექნიკური საკითხების მიმართულებით საკონტაქტო პირი გიორგი გიორგანაშვილი, საკონტაქტო პირის ელ-ფოსტის მისამართი: ggiorganashvili@tpl.ge, მობ: 595 184444

ტენდერის კატეგორია:

  • 48800000 საინფორმაციო სისტემები და სერვერები
  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
  • 48200000 ქსელების, ინტერნეტისა და ინტრანეტის პროგრამული პაკეტები
  • 48600000 მონაცემთა ბაზისა და ოპერაციული პროგრამული პაკეტები
სატენდერო დოკუმენტაცია