Tenders.ge
ნეოგაზი

ტენდერი თხევადი გაზის (LPG) გასამართი სადგურის მოდულების შესყიდვაზე


ტენდერი
ჩაბარების ვადა:
დრო: 12:00
სტატუსი: დასრულებული

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ნეოგაზი“ აცხადებს ტენდერს მასალის: თხევადი გაზის (LPG) გასამართი სადგურის მოდულების შეყიდვაზე 16/04-NEO-P/LBOX-18

შესყიდვის სპეციფიკაცია:
შპს ნეოგაზის საკუთრებაში არსებული გაზგასამართი სადგურების ტერიტორიაზე მიწისზედა LPG გასამართი სადგურის მოდულების შესყიდვა - ინსტალაცია - გაშვება (ჯამში 14 ცალი).

შენიშვნა: მოსამზადებელი სამუშაოები შესრულდება დამკვეთის მიერ.

დართულ ფაილებში, გთხოვთ, იხილოთ:

  • მოდულების კომპლექტაციის ტექნიკური დავალება;
  • გაზგასამართი სადგურების მისამართები

შპს „ნეოგაზი“ იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით:
    - წინადადება უნდა მოიცავდეს ტრანსპორტირების, მონტაჟისა და გაშვების ხარჯს.
  • ინფორმაცია მიწოდების ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ:
    - შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ (მსგავსი შესრულებული პროექტების ჩამონათვალი დამკვეთისა და პერიოდის მითითებით);
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
  • ინფორმაცია საგარანტიო ვადებისა და პირობების შესახებ.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@giec.ge ; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22;
  • ტექნიკური საკითხების განსახილველად: გიორგი გიორგაძე. საკონტაქტო ნომერი: 599 97 88 18;

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 27 აპრილის 12:00 საათი.

ტენდერის კატეგორია:

  • 44600000 ავზები, რეზერვუარები და კონტეინერები; ცენტრალური გათბობის რადიატორები და ბოილერები
  • 34100000 ავტოსატრანსპორტო საშუალებები
  • 42100000 დანადგარები მექანიკური ენერგიის წარმოებისა და გამოყენებისთვის