Tenders.ge
ფინკა ბანკი საქართველო

ტენდერი ორგანიზაციის ქონების დაზღვევაზე


ტენდერი
ჩაბარების ვადა:
დრო: 18:00
სტატუსი: დასრულებული
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

სს ფინკა ბანკი საქართველო მიკროსაფინანსო ჰოლდინგის FINCA Microfinance Holdings (FMH) გლობალური ქსელის ნაწილია, ფინკა ბანკს ძლიერი საერთაშორისო ფინანსური პარტნიორები ჰყავს როგორიცაა: FINCA International (USA), საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია (IFC, World Bank Group) (USA), KFW Bankengruppe-გერმანიის განვითარების ბანკი, FMO-ნიდერლანდების გაერთიანებული ბანკი, responsAbility Social Investments AG, და Triple Jump. სს ფინკა ბანკი საქართველო, დღეისათვის 36 სერვის ცენტრის საშუალებით საბანკო მომსახურებას უწევს 100 000-ზე მეტ მომხმარებელს ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში

სს „ფინკა ბანკი საქართველო“ აცხადებს ტენდერს: ორგანიზაციის ქონების დაზღვევაზე (თბილისსა და რეგიონებში).

ტენდერის მოთხოვნები:

ხელშეკრულება დაიდება 1 წლის ვადით.
დასაზღვევი ქონების (ორგანიზაციის ქონება, ავეჯი და კომპიუტერული ტექნიკა) სავარაუდო ღირებულებაა ცხრა მილიონი ლარი, რაც ეტაპობრივად გაიზრდება.
ტენდერში მონაწილე სადაზღვევო კომპანიებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი აუცილებელი პირობები მათ მიერ წარმოდგენილ შემოთავაზებებში:

  • სადაზღვევო რისკები, კერძოდ: გარეგანი ზემოქმედებით მიყენებული დაზიანება, ხანძარი, წყალდიდობა, აფეთქება, მიწისძვრა, სეტყვა, მეხის დაცემა, ნიადაგის ჩამოშლა, მეწყერი, თვითმფრინავის ან სხვა საჰაერო ტრანსპორტის და მათი ნაწილების ჩამოვარდნა, უხვთოვლიანობა, წყალგაყვანილობის სისტემის მწყობრიდან უეცარი და მოულოდნელი გამოსვლა. დაზღვევის საგნის გატაცება, მათ შორის ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა და მათი მცდელობა, მესამე მხარის მიერ განზრახ მიყენებული ზიანი, სატრანსპორტო საშუალებით მიყენებული ზიანი.

კომპანიების მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • ხარჯების ანაზღაურების პირობები, საჭირო დოკუმენტები და პროცედურა;
  • გამონაკლისების დეტალური სია - რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას;
  • სადაზღვევო ანგარიშსწორების პირობები;
  • სადაზღვევო პრემია;
  • ფრანშიზა;
  • აქტივის ნაწილობრივ ან სრული დაზიანება (განადგურება);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, სრული დოკუმეტაცია კომპანიის შესახებ.

ფასები მოწოდებული უნდა იყოს ლარებში ან დოლარში (გადახდა მოხდება გადახდის დღეს არსებული ეროვნული ბანკის კურსით).

გთხოვთ, ტენდერის მასალები მოგვაწოდოთ დალუქული კონვერტით მისამართზე: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი #71, ბლოკი I, მე-3 სართული, ოფისი #12 – ს.ს. „ფინკა ბანკი საქართველო“-ს სათავო ოფისი.

კონვერტზე უნდა მიუთითოთ მონაწილე კომპანიის დასახელება ასევე, ტენდერის სახელწოდება და მოათავსოთ დალუქულ სატენდერო ყუთში.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

შემოთავაზების შემოტანა შესაძლებელია ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 09:00-დან 18:00-მდე. შემოთავაზების შემოტანის საბოლოო ვადა 2018 წლის 7 მაისი 18:00 საათი.

სს ფინკა ბანკი საქართველო ახორციელებს საქმიანობას უმაღლესი ეთიკური და პროფესიული სტანდარტების მიხედვით და ბანკის შიდა წესების მიხედვით, ბანკის თანამშრომელს და/ან მასთან დაკავშირებულ პირს არ შეიძლება ჰქონდეს პირდაპირი ან არაპირდაპირი ფინანსური ინტერესი ბანკის რომელიმე კონტრაჰენტთან (ინტერესთა კონფლიქტი). აღნიშნულის გათვალისწინებით, ტენდერში მონაწილე კომპანიასა და ბანკის თანამშრომელს და/ან მათთან დაკავშირებულ პირებს შორის არ უნდა არსებობდეს ინტერესთა კონფლიქტი.

დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ელ. ფოსტის მისამართზე: eka.chkheidze@finca.ge  lali.mujirishvili@finca.ge 

ტენდერის კატეგორია:

  • 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები
  • 66700000 გადაზღვევის მომსახურებები
სატენდერო დოკუმენტაცია