Tenders.ge
მარტ გადამუშავება

ტენდერი გარემოს დაცვის მონიტორინგზე


ტენდერი
ჩაბარების ვადა:
დრო: 18:00
სტატუსი: დასრულებული

ტენდერის აღწერილობა:

შ.პ.ს.“მარტ გადამუშავება“ აცხადებს ტენდერს გარემოს დაცვის მონიტორინგის შესახებ.

გარემოს დაცვის მონიტორინგის ჩატარება კვარტალში ერთხელ, კერძოდ:

  • ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების გაზომვა, მონიტორინგი 2 საკონტროლო წერტილი. (ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელი ნივთიერებები: ვანადიუმის ხუთჟანგი, კადმიუმის ოქსიდი (გაანგარიშებული კადმიუმზე), სპილენძის ოქსიდი (გაანგარიშებული სპილენძზე), ტყვია და მისი არაორგანული ნაერთები(გაანგარიშებული ტყვიაზე), თუთიის ოქსიდი (გაანგარიშებული თუთიაზე), აზოტის (IV) ოქსიდი (NO2), დარიშხანი, არაორაგანული ნაერთები (გაანგარიშებული დარიშხანზე), ჭვარტლი (C), გოგირდის დიოქსიდი (SO2), ნახშირბადის მონოოქსიდი (CO), ძმარმჟავა, ნაჯერი ნახშირწყალბადები, C12- C19 (გაანგარიშებული ნახშირბადზე), მტვერი).
  • აირმტვერდამჭერი მოწყობილობის გაწმენდის ეფექტურობის დადგენა (ჰაერსატარიდან ნიმუშების აღება და კვლევა).
  • ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების პირველადი აღრიცხვის ფორმების პად-1, პად-2 და პად-3 წარმოება (კვარტალურად).
  • წლიური მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის აღრიცხვის ფორმის წარმოდგენა.

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

ტენდერში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი შემოთავაზება დალუქული კონვერტით შ.პ.ს.“მარტ გადამუშავება“-ს სათაო ოფისში (ქ. თბილისი, რკინიგზი სადგურ "ლილო"-ს მიმდებარედ, ნაკვეთი 05/049) 2018 წლის 30 აპრილის ჩათვლით; უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და დამოწმებული ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში);

გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ ტენდერის სახელწოდება და გამომგზავნის დასახელება;

წინადადებას უნდა დაერთოს:
წინადადების წარმდგენი კომპანიის ზოგადი ინფორმაცია

  • კომპანიის დასახელება / საიდენტიფიკაციო კოდი
  • იურიდიული მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, ინტერნეტ მის/ ელ.ფოსტა
  • კომპანიის სამართლებრივი ფორმა
  • კომპანიის ძირითადი პროფილი / მომსახურებები
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ბოლო 10 დღის ვადით
  • შემოთავაზება , მომსახურების შესყიდვის ღირებულება ლარში დ.ღ.გ-ს გარეშე (ერთი კვარტალის)

წინადადების წარმდგენი კომპანიის მდგომარეობა

  • ბოლო სამი წლის ბრუნვა

რეკომენდაცია

  • რეკომენდატორი კომპანია/ საკონტაქტო პირი/ საკონტაქტო მონაცემები (ტელ./ ელ.ფოსტა)
  • პარტნიორი კომპანიების ჩამონათვალი

გაითვალისწინეთ, მხოლოდ გამარჯვებულ კომპანიას ეცნობა ტენდერის შედეგი (ელ.ფოსტის მეშვეობით). გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 1 წლიანი ხელშეკრულება. 

განიხილება მხოლოდ 30 აპრილამდე შემოსული წინადადებები, რომელთაც სრულად აქვთ წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

  • ტენდერთან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ: gadamushaveba@gmail.com 
    ტექნიკურ დეტალებთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ: geocon12345@gmail.com  

ტენდერის კატეგორია:

  • 90700000 მომსახურებები ეკოლოგიის სფეროში
  • 71700000 მონიტორინგი და კონტროლი
სატენდერო დოკუმენტაცია